logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისში რძის სექტორის მეორე კავკასიური კონგრესი გაიმართა
თბილისში რძის სექტორის მეორე კავკასიური კონგრესი გაიმართა
13:13 14.03.2018
თბილისში, სასტუმროში „Radisson Blu Iveria “, რძის სექტორის მეორე კავკასიური კონგრესი გაიმართა.
კონგრესის მთავარი თემა მცირე და საშუალო ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობის და ახალი შესაძლებლობების განხილვა იყო. კონგრესი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რძის მრეწველობის განვითარება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ლევან დავითაშვილმა კოოპერაციული მეურნეობების განვითარებაზე, სამინისტროს მიერ შემუშავებულ რძის ტექნიკურ რეგლამენტზე და მის ეფექტიანობაზე, ასევე დარგში ინვესტიციების მოზიდვის, სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროებაზე ისაუბრა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დარგის განვითარებას.

"მინდა, მადლობა გადავუხადო დონორ ორგანიზაციებს და ევროკავშირს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვან სექტორში ფინანსური კონტრიბუციისა და მოდერნიზაციისთვის. ჩვენ არ გვაქვს რძის სექტორში სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ ვფიქრობ სახელმწიფოს და დონორი ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობით რძის სექტორი მნიშვნელოვნად განვითარდება. ჩვენ მზად ვართ სწორი რეგულაციებით მოვახდინოთ სექტორის წახალისება"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზი გაუსვა დარგის ეფექტიანობის ამაღლებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის უმთავრეს ფაქტორად რძის პროდუქტების ხარისხისა და უვნებლობის გაუმჯობესების მნიშვნელობას.

"ასოცირების ხელშეკრულების შედეგად, ქართველ ფერმერებს შეუძლიათ საკუთარი ნაწარმის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. საქართველოში კი, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ უკეთესი ხარისხის რძის პროდუქტებით. ამისათვის, რძის მწარმოებლებმა უნდა დააკმაყოფილონ ევროკავშირის სტანდარტები, და ჩვენ ვეხმარებით მათ ამაში რამდენიმე მიმდინარე პროექტის საშუალებით" - განაცხადა იანოშ ჰერმანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორის კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერას განცხადებით, EBRD-ი მხარს უჭერს საქართველოში რძის სექტორის განვითარებას.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მოგეხსენებათ, სარძეო სექტორის განვითარება საქართველოში EBღD -ის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენი მთავარი მიზანი სექტორში პროდუქტიულობის ზრდაა, რის მიღწევასაც ინვესტიციების განხორციელებითა და ცოდნის გაზიარებით ვაპირებთ"- განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

კონგრესზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ავტორთა ჯგუფი წიგნისთვის "რძის სამრეწველო წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები და სარძეო ფერმის ეფექტიანი მართვა საქართველოში" მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით ჩატარდა.
კონგრესს კავკასიიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან 200-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ფერმერები, გადამამუშავებლები, დანადგარ-მოწყობილობების მომწოდებლები, დარგის ექსპერტები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა