logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოში საინვესტიციო კლიმატი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
დიმიტრი ქუმსიშვილი: მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოში საინვესტიციო კლიმატი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
10:49 13.03.2018
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველოში საინვესტიციო კლიმატი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა EBRD-სა და OECD-ის მიერ გამართულ სემინარზე „რეგიონში ბიზნეს ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პრაქტიკის დანერგვაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, რეგულაციების შემცირებითა და ონლაინ სერვისების შემოღებით საქართველოში ბიზნესის წარმოება გამარტივდა.
„მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, შეექმნა კორუფციისგან თავისუფალი გარემო, წარმატებული და პროდუქტიული გამოდგა, რომელიც ასევე აისახა კერძო სექტორის საქმიანობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეიტინგებში“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ბიზნესის ხელშეწყობას ეხება, 2017-2018 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმაშია შეყვანილია.
სემინარზე სიტყვით გამოსვლისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო კლიმატის განვითარებაზე, კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებასა და გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს გარემოს შექმნაზე.
„საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების - მმართველობის რეფორმის მიზანია კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამ გზით საქართველოში უფრო პროგნოზირებადი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს უზრუნველყოფა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სემინარი „რეგიონში ბიზნეს ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პრაქტიკის დანერგვა“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
სემინარის მიზანია მთავრობის, ბიზნეს-ასოციაციებისა და კომპანიების ცნობიერების ამაღლება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ 7 ქვეყნის - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და თურქეთი - საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და განიხილავენ იმ პრაქტიკულ ღონისძიებებს, რომელთა განხორციელება შეიძლება მათ ქვეყანაში კორპორატიული ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის გაუმჯობესების კუთხით.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა