მიმდინარე წლის 13-14 მარტს თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, EBRD-ი და OECD-ი
ატარებს კონფერენციას ბიზნესის ინტეგრაციის საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის,მოლდოვას, უკრაინის და ბელარუსის ხელისუფლების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.
ირაკლი კოვზანაძე 2007-2008 წლებში იყო ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარებისა ბანკის (EBRD) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ბანკების კორპორაციული მართვისერთობლივი კომისიის თავმჯდომარე ევრაზიის ქვეყნებში.

















