საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში
გაემგზავრება და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის “აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის” შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
მიმდინარე წლის 13-14 მარტს, ბაქოში, „აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის” შეხვედრაზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ეკონომიკური თანამშრომლობის, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში პარლამენტების როლს განიხილავენ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფი 2017 წელს შექმნა.

















