რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ რუსეთის ბაზარზე რამდენიმე სახეობის უკრაინული ყველის შეტანა აკრძალა.
ამის შესახებ ონიშენკომ რუს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"უკრაინული ყველი რუსულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, მასში გადაჭარბებით პალმის ზეთი აღმოჩნდა," - განმარტა რუსეთის მთავარმა სანიტარმა.
თავის მხრივ უკრაინის უმაღლესმა რადამ გადაწყვიტა გადახედოს კანონს, რომლის მიხედვითაც სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობა რეგულირდება. გამორიცხული არ არის ცვლილებები კანონში დაჩქარებული წესით, სწორედ რუსეთის გადაწყვეტილების გამო იქნას მიღებული.
უკრაინული ყველი რუსული ბაზრის 8,5 პროცენტს იკავებდა.

















