logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ფინანსური მართვისა და კონტროლის დანერგვის სახელმძღვანელოსა და გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა
ფინანსური მართვისა და კონტროლის დანერგვის სახელმძღვანელოსა და გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა
10:28 09.03.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდისა (GGF) და ევროკომისიის საბიუჯეტო დირექტორატის ორგანიზებით, ფინანსური მართვისა და კონტროლის დანერგვის სახელმძღვანელოსა და გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყანაში მმართველობითი რეფორმის განხორციელებისთვის.
ღონისძიება გახსნეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტმა.
საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს კარგი მმართველობის ფონდის ექსპერტმა, ლიამ ფიცპატრიკმა და ევროკომისიის საბიუჯეტო დირექტორატის სახელმწიფო შიდა კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა, რაიმონდ ჰილმა.

„აღნიშნული რეფორმის განხორციელება, პირდაპირ უკავშირდება პროგრამული ბიუჯეტის შემდგომ სრულყოფას, საბოლოო ჯამში, ქვეყნის როგორც ფინანსური, ადამიანური, ასევე მატერიალური რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას. ვფიქრობთ, აღნიშნულ სახელმძღვანელოში გაწერილი პრაქტიკული ღონისძიებების მიხედვით, თითოეული საჯარო უწყება შეძლებს ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვას,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
„დღეს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის პრეზენტაცია. იგი ხელს შეუწყობს ქვეყანაში მენეჯმენტის ახალი კულტურის ჩამოყალიბებას, რომელსაც მაქსიმალურად ლობირებს ევროპის საბჭო. ფინანსური მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემის დანერგვა, გულისხმობს ეფექტიან მართვას და ხარჯების ეფექტურად გამოყენებას,“ - აღნიშნა ევროკომისიის საბიუჯეტო დირექტორატის სახელმწიფო შიდა კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა, რაიმონდ ჰილმა.
„ფინანსური მართვისა და კონტროლის დანერგვის სახელმძღვანელო გზამკვლევთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრმა კარგი მმართველობის ფონდის (GGF) დახმარებით შეიმუშავა. ესაა რეალური ინსტრუმენტი დაწესებულებებისთვის, რათა მათ ჩამოაყალიბონ ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა. გზამკვლევი გააუმჯობესებს შიდა კონტროლის სისტემებს და მიიყვანს იმ სტანდარტებამდე, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს საჯარო სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებას“, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, გიული ჭკუასელმა.



საჯარო დისკუსიის ფარგლებში, საჯარო უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით, განიხილეს ისეთი თემები როგორიცაა: დაწესებულებებში ეფექტიანი კონტროლის სისტემის ფუნქციონირება, არსებული რისკების გამოვლენა, უწყების წინაშე არსებული მიზნების მისაღწევად საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა, მონიტორინგის საკითხები.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა