7 დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსში "საკურა" უმაღლესი ჯილდოები -
ერთი "ორმაგი ოქრო", ორი - ოქროსა და ოთხი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
საერთაშორისო კონკურსი "საკურა" (თჰე 5რდ "შაკურა" ჟაპან ჭომენ"ს ჭინე Aწარდს 2018) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათსაზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.
კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე.

















