logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოდან კომერციული ატაშეები პირველ ეტაპზე ექვს ქვეყანაში დაინიშნებიან
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოდან კომერციული ატაშეები პირველ ეტაპზე ექვს ქვეყანაში დაინიშნებიან
13:47 06.03.2018
საქართველოდან კომერციული ატაშეები პირველ ეტაპზე იმ ექვს ქვეყანაში დაინიშნებიან, სადაც ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს, როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ასევე ექსპორტის გაზრდის მიმართულებით.
ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განცხადა.



მინისტრის განმარტებით, სწორედ ამ კრიტერიუმებიდან და ანალიზიდან გამომდინარე იქნა მიღებულ გადაწყვეტილება, რომ საწყის ეტაპზე ექვსი ქვეყანა შერჩეულიყო.



„კომერციული ატაშე ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი და ვიცით, რომ ეს ინსტრუმენტი აუცილებლად გაამართლებს. ჩვენ გვჭირდება გამოცდილების დაგროვება და გვინდა, ეს გამოცდილება დავაგროვოთ, სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. უკვე ამის შემდეგ, იმ რესურსებიდან გამომდინარე, რა რესურსებიც სახელმწიფოს ექნება, ქვეყნების ჩამონათვალს გავაფართოებთ“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ ქვეყნებში დანიშნული კომერციული ატაშეების დაფარვის არეალი გაცილები მეტი იქნება და მათ მეზობელ ქვეყნებზეც მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება.



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კომერციული ატაშეს თანამდებობაზე კონკურსი დღეს გამოაცხადა.



შერჩეული კანდიდატები შესაბამისი გადამზადების შემდეგ მუშაობას გააგრძელებენ შემდეგ ქვეყნებში: აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.



კანდიდატს მოეთხოვება არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორში: საერთაშორისო ვაჭრობის ან ინვესტიციების მიმართულებით ან საფინანსო სექტორში. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სტრუქტურაში საერთაშორისო ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. კონკრეტული ქვეყნების მიხედვით დადგენილია ასევე უცხო ენების ცოდნის ვალდებულებაც. შერჩევის პროცესი 3-4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.



საკონკურსო განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და გაგრძელდება 14 დღის განმავლობაში. განაცხადის შეტანის მსურველებმა განაცხადი დასაქმების სახელმწიფო პორტალის HR.GOV.GE საშუალებით უნდა გააგზავნონ.



დეტალური ინფორმაცია განთავსებული იქნება ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც. საკონკურსო განაცხადი ასევე განთავსდება დასაქმების სხვა საიტებზეც.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა