logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: კომერციული ატაშეს ინსტიტუტის ჩამოყალიბება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
დიმიტრი ქუმსიშვილი: კომერციული ატაშეს ინსტიტუტის ჩამოყალიბება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
13:36 06.03.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კომერციული ატაშეს ინსტიტუტის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შედეგ მედიასთან განაცხადა.
მინისტრის თქმით, კომერციული ატაშეების ძირითად ვალდებულებებში ორი სხვადასხვა მიმართულება შევა.
"პირველ რიგში, ეს არის საექსპორტო პროდუქციის გაყიდვების ხელშეწყობა. მეორე - ეს არის ინვესტიციების მოზიდვა. როდესაც ვსაუბრობთ ინვესტიციების მოზიდვაზე, რა თქმა უნდა, მათ შორის საუბარია მაღალტექნოლოგიურ ინვესტიციებზე, ცოდნის გადმოტანასა და გაზიარებაზე. შესაბამისად, ეს მიმართულება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი"- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განმარტებით, ეს არის საპილოტე პროექტი და პირველ ეტაპზე შეირჩა ექვსი პარტნიორი ქვეყანა, სადაც კონკურსის შედეგად შერჩეული კომერციული ატაშეები მუშაობას შეუდგებიან. ეს ქვეყნებია: აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
"ყველა ამ ქვეყანასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი და სწორედ ამ პოტენციალის რეალიზაციისთვის გვჭირდება კომერციული ატაშეები, რომლებიც ამ ქვეყნებში იმსახურებენ", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
კომერციული ატაშეს თანამდებობაზე საკონკურსო პირობები გამოქვეყნდება როგორც ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე, ასევე ბევრ საინფორმაციო პორტალზე, მაგრამ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება შეეძლებათ მხოლოდ დასაქმების სამთავრობო პორტალზე ჰრ.გოვ.გე.
კონკურსი დღეიდან გამოცხადდა და 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შერჩეული კანდიდატები შესაბამისი სპეციფიკური გადამზადების შემდეგ მუშაობას 2018 წლის განმავლობაში შეუდგებიან.
"ჩვენ გვინდა ავიყვანოთ პროფესიონალები, რომლებსაც არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ კერძო სექტორში: საერთაშორისო ვაჭრობის ან ინვესტიციების მიმართულებით ან საფინანსო სექტორში. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. მინდა მოვუწოდო ყველა დაინტერესებულ პირს, რომ შევიდნენ ჰრ.გოვ.გე-ზე და მიიღონ კონკურსში მონაწილეობა", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა