logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: დღეს გავხსენით მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომლის პროდუქციას იმპორტის ჩანაცვლების კარგ შესაძლებლობას მოგვცემს
დიმიტრი ქუმსიშვილი: დღეს გავხსენით მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომლის პროდუქციას იმპორტის ჩანაცვლების კარგ შესაძლებლობას მოგვცემს
13:41 28.02.2018
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა. ცერემონიას ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი საწარმო გავხსენით, რომელიც მონაწილეობდა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“. კომპანია „პოლიმერი 1“ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პოლიეთილენის მილებს. საწარმოში 6,5 მლნ ლარზე მეტია ინვესტირებული. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ ისარგებლა პროგრამის როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით. ახალი საწარმოს ასაშენებლად ჩვენ 3,000 კვ,მ. ფართობი სახელმწიფო ქონება გადავეცით, სადაც ამჟამად თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმო ფუნქციონირებს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს „პოლიმერი 1“-ის ახალი საწარმოს ოფიციალურ გახსნაზე.

მისი თქმით, აღნიშნული საწარმო კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ წარმატებულად მუშაობს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანიამ გოფრირებული მილების დამამზადებელი დანადგარების, ნედლეულისა და მზა პროდუქციის ხარისხის განმსაზღვრელი საქარხნო ლაბორატორიის დანადგარების შეძენა, ახალი საწარმოს აშენება და წარმოების ასორტიმენტის გაფართოება შეძლო.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს გააჩნია საკუთარი ლაბორატორია, სადაც გამოშვებული პროდუქციის ტესტირება ხორციელდება, რათა, საბოლოო ჯამში, მომხმარებელი დარწმუნებული იყოს „პოლიმერი 1“-ის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხში.

„დღეს საწარმოში 90 ადამიანია დასაქმებული, თუმცა დატვირთვის კვალდაკვალ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე სასიხარულოა ისიც, რომ ახალი ხარისხიანი პროდუქციის წარმოება იმპორტის ჩანაცვლების კარგი შესაძლებლობაა. გარდა ამისა, კომპანია საკუთარ პროდუქციას აზერბაიჯანშიც ყიდის და იმედი მაქვს, სხვა მიმართულებითაც შეძლებენ ექსპორტის განხორციელებას,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
შპს „პოლიმერ 1,“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

ამასთანავე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოს ასაშენებლად კომპანიას ქალაქ თბილისში, ქვედა ფონიჭალის დასახლებაში მდებარე დაახლოებით 3,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები გადაეცა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა