logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
m2-მა ყაზბეგის გამზირზე სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ გახსნა
m2-მა ყაზბეგის გამზირზე სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ გახსნა
17:36 27.02.2018
საქართველოში საერთაშორისო ბრენდ „რამადას“ პირველი სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ გაიხსნა. „რამადა“ მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმრო ჯგუფის „ვინდჰემის“ წევრია და 2017 წელს ევროპის ყველაზე მზარდ ბრენდად დასახელდა.
სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ კომპანიას „m2 უძრავი ქონება“ ეკუთვნის და ის ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში მდებარეობს. სასტუმრო პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ გახსნეს.
სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 152 ნომრიანი სასტუმროა თანამედროვე, კომფორტული ოთახებით, გამაჯანსაღებელი ცენტრით, რესტორნით, ლაუნჯი-ბარით და ბიზნეს შეხვედრებისთვის განკუთვნილი სივრცით. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმრო წარმოდგენილი იქნება საშუალო საფასო სეგმენტში, რომელზეც თბილისში ყველაზე მაღალი მოთხოვნა და დაბალი მიწოდებაა.
„მოხარული ვარ, რომ m2 „რამადა ენკორ თბილისის“ გახსნით შევიდა სასტუმროების ბიზნესში და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმ გეგმის განხორციელებისთვის, რომელიც მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სასტუმროს 1000 ნომრის შექმნას ისახავს მიზნად. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელ ძალად რჩება და ჩვენი კომპანია მზადაა მოგზაურების მზარდი მოთხოვნები დააკმაყოფილოს“ - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.
სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის“ მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) დააფინანსა. IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს.
კომპანია „m2 უძრავი ქონება“ თბილისში კიდევ ორი სასტუმროს მშენებლობას ახორციელებს - მელიქიშვილისა და გერგეთის ქუჩებზე. ასევე დაგეგმილია „რამადას“ ბრენდის სასტუმროს შენებლობა ქალაქ ქუთაისში.
„რამადა ენკორ თბილისი“ სტუმრებს მარტიდან უმასპინძლებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა