logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი მიზანია, რომ არცერთი ადამიანი, რომელსაც გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული ინოვაციური იდეა აქვს, არ დარჩეს სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი მიზანია, რომ არცერთი ადამიანი, რომელსაც გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული ინოვაციური იდეა აქვს, არ დარჩეს სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე
09:43 27.02.2018
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა თანადაფინანსების გრანტების პროგრამის დაწყების ოფიციალურ პრეზენტაციაში მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული პროგრამა მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის“ (GENIE) ფარგლებში ხორციელდება.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მისი მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს ტექნოპარკში ჩატარდა, 200-ზე მეტი პოტენციური და მოქმედი სტარტაპერი დაესწრო.

„ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან იმ პრიორიტეტებს შორის, რომელიც დავისახეთ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, არის საგრანტო პროგრამებიც, რითიც სახელმწიფო ცდილობს წაახალისოს მეწარმეობა და ამასთან, ამ სფეროში ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენება. ჩვენი მიზანია, რომ არცერთი ადამიანი, რომელსაც საინტერესო, გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული, მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური იდეა/პროექტი გააჩნია, არ დარჩეს სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე საწყის ეტაპზე. შემდგომში სახელმწიფო ყველანაირ პირობას უქმნის, როგორც სტარტაპებს, ისე კერძო ინვესტორებს, რომ მათ მოახდინონ ინვესტირება სტარტაპებში და შესთავაზონ კონკურენტიანი, ინოვაციური გადაწყვეტილებები მსოფლიო აუდიტორიას,“ - განაცხადა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მერსი ტემბონს და მსოფლიო ბანკის მთელ ჯგუფს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა და ფინანსური თუ ტექნიკური დახმარებისთვის. „მათ შორის, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების პროექტის შემუშავებისთვის და განხორციელებისთვის რაც 40 მლნ. აშშ დოლარი ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს ქვეყანაში ინივაციებისა და სტარტაპების ხელშეწყობისთვის,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.



“თანადაფინანსების პროგრამა გაზრდის ინოვაციური კომპანიებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. იგი, ასევე, მისცემს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო განავითაროს საქართველოს ინოვაციის ეკოსისტემა და სამომავალო პროგრამებში მოახდინოს გამოცდილების ინტეგრაცია.“- აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.



თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები. ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში დააფინანსა 20 მაღალტექნოლოგიური სტარტაპი, ასევე 188 ბენეფიციარზე გასცა 5000 ლარიანი გრანტი, ხოლო 2014 წელს 50 000 ლარამდე გრანტები მიიღო 17-მა ბენეფიციარმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა