logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკთან ერთად ახალ საგრანტო პროგრამას ვიწყებთ, რომლის ჯამური მოცულობა 2 მლნ ლარია
დიმიტრი ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკთან ერთად ახალ საგრანტო პროგრამას ვიწყებთ, რომლის ჯამური მოცულობა 2 მლნ ლარია
09:39 27.02.2018
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო მსოფლიო ბანკთან ერთად ახალ „თანადაფინანსების გრანტების პროგრამას“ იწყებს.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა ახალი საგრანტო პროგრამის დაწყების ოფიციალურ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც ტექნოპარკში გაიმართა.
„ჩვენ მსოფლიო ბანკთან ერთად ახალ „თანადაფინანსების გრანტების პროგრამას“ ვიწყებთ, რომლის ჯამური მოცულობაა 2 მლნ ლარი. ეს თანხა, როგორც გრანტი, გამარჯვებულ სტარტაპერებს გადაეცემათ. თუმცა მთლიანი თანხა, რომელსაც სახელმწიფო მსოფლიო ბანკთან ერთად დახარჯავს, ჯამში 2,8 მლნ ლარს გადააჭარბებს,“ - განაცხადა ქუსმშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შემოსული ინოვაციური განაცხადებიდან უცხოელი ექსპერტები შეარჩევენ მათ, რომელთაც გლობალურ ბაზრებზე განვითარების შესაძლებლობა ექნებათ. ამის შემდეგ, სტარტაპერები შეისწავლიან, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული იდეების ნამდვილ საინვესტიციო წინადადებებად ჩამოყალიბება და შემდგომში ინვესტორებისთვის წარდგენა.
„ყველას მოვუწოდებ, მიიღონ მონაწილეობა საგრანტო პროგრამაში. დღეიდან ვებგვერდზე grants.gov.ge უკვე დაიწყო განაცხადების მიღება. ძალიან მინდა, რომ ამ შესაძლებლობით ბევრმა ადამიანმა ისარგებლოს და შესაბამისად, თავიანთი განაცხადები შემოიტანონ,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„თანადაფინანსების გრანტების პროგრამა“ მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის“ (GENIE) ფარგლებში გამოცხადდა. მისი მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა