logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სააგენტოს-„აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებსა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა
სააგენტოს-„აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებსა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა
18:52 24.02.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით პროგრამის ბენეფიციარებსა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების ეკონომიკური საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვას, ადგილობრივი ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიების პოპულარიზაციას და სააგენტოს ტექნიკური დახმარების კომპონენტის ეფექტურ ათვისებას.
„ჩვენი მიზანია, რომ ბენეფიციარებმა მიიღონ ახალი ინფორმაციები, ასევე მიიღონ დამატებითი სერვისები, რომელსაც ქართული საკონსულტაციები კომპანიები სთავაზობენ. ასევე საკონსულტაციო კომპანიებისთვის მოხდება ბაზრის გაფართოება“, - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოლაპარაკებები ეწარმოებინათ წინასწარ იდენტიფიცირებულ კომპანიებთან და სურვილის შემთხვევაში, ესარგებლათ სააგენტოს ტექნიკური დახმარების კომპონენტით, რაც 10 000 ლარიან თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ღონისძიება, რომელსაც 39 ბიზნეს საკონსულტაციო და 55 ბენეფიციარი კომპანია ესწრებოდა, ადგილობრივ სერვის პროვაიდერებს შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ თავიანთი მომსახურების პოპულარიაზაცია და განახორციელონ კომერციული გარიგებები
.„ჩვენი ბენეფიციარებისთვის გვაქვს ტექნიკური დახმარების პაკეტი 10 000 ლარამდე. როდესაც კომპანია ისარგებლებს ფინანსური მხარდაჭერით, მას შეუძლია ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის, ლიცენზირების ან სერტიფიკატების მიღების მიზნით, ჩამოიყვანოს უცხოელი ექსპერტი ან ადგილობრივი ექსპერტი აიყვანოს და გაიუმჯობესოს თავისი ბიზნესპროცესები. 80%-მდეა თანადაფინანსების პაკეტი 10 000 ლარის ფარგლებში და 20 პროცენტი არის თანადაფინანსება ბენეფიციარი კომპანიის მიერ. დღევანდელი ღონისძიების მიზანია, ხელი შევუწყოთ კომპანიებს - გამოიყენონ ჩვენი ტექნიკური დახმარების პაკეტი“, - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქვლივიძემ.

შეგახსენებთ, რომ სააგენტო„აწარმოე საქართველოში“ 2014 წლიდან ახორციელებს ტექნიკური დახმარების კომპონენტს, რომლის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებს შეუძლიათ განახორციელონ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა, რომელსაც დააფინანსებს სააგენტო 10 000 ლარის ოდენობით ბენეფიციარის მხრიდან მინიმუმ 20% თანამონაწილეობის შემთხვევაში. საკონსულტაციო ტიპის მომსახურების მიღების მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს, საკონსულტაციო მომსახურების მოთხოვნის შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც უნდა მოიცავდეს:
• არსებული სიტუაციის ანალიზს და საჭიროების დეტალურ აღწერას
• განსახორციელებელი საკონსულტაციო მომსახურების დეტალური აღწერას
• მოსალოდნელი შედეგების და შეფასების ინდიკატორების აღწერას
• მომსახურების განხორციელების ვადებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა