logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გენადი არველაძემ უზბეკეთის დელეგაციასთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივები განიხილა
გენადი არველაძემ უზბეკეთის დელეგაციასთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივები განიხილა
20:36 23.02.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციასთან უწყებათაშორისი გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე სახიბ საიფნაზაროვის ხელმძღვანელობით იმყოფება. საქართველოს მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსიპ „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“, სს „საქართველოს რკინიგზის“ და სსკ „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ წარმომადგენლები.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური მდგომარება, საექსპორტო შესაძლებლობები და შემდგომი განვითარებისა და გაზრდის გზები, ასევე სამრეწველო მიმართულებით არსებული მდგომარეობა. მხარეებმა ასევე განიხილეს სხვადასხვა სექტორში ერთობლივი საწარმოების გახსნის მიზანშეწონილობა, შესაძლებლობები და ის სხვა კონკრეტული საკითხები, რომლებიც შემდგომში ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
შეხვედრის მსვლელობისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ უზბეკეთის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესახებ, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე.
საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ტვირთების ტრანზიტი წარმოადგენს, შესაბამისად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს გავლით ტრანზიტის მოცულობის გაზრდას და ერთობლივი პროექტების ინიცირებას. უზბეკეთის მხარე დაინტერესებულია საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობებით, თანამშრომლობა განიხილება არამხოლოდ ორმხრივ, არამედ რეგიონალურ და მრავალმხრივ ფორმატში. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი.
ტურიზმის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები შეხვედრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო. უზბეკეთის მხარე განსაკუთრებით დაინტერესებულია, შეისწავლოს და გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება ტურიზმის, მათ შორის ღვინის ტურიზმის განვითარების მიმართულებით.
მხარეებმა ასევე განიხილეს 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის მორიგი სხდომის გამართვის შესაძლებლობა, რომელსაც საქართველოსა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერები უხელმძღვანელებენ.
სამომავლოდ, მხარეები შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდაზე, პროდუქციის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გადაადგილების ხელშეწყობის და ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხებზე, ასევე ერთობლივი საწარმოების გახსნის პერსპექტივებზე და ა.შ.
ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ასევე საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, ქ. თბილისის მერიაში, სს „საქართველოს რკინიგზაში“, სსიპ „ღვინის ეროვნულ სააგენტოში“, სსკ „სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან“ და ასევე კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან.
უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტის დასასრულს, კერძოდ, 23 თებერვალს საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და უზბეკეთის ღვინის სახელმწიფო ადმინისტრაციამ „უზვინპრომ“ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა