logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ბათუმში „პარტნიორთა და დამსაქმებელთა ფორუმი 2018“ გაიხსნა
ბათუმში „პარტნიორთა და დამსაქმებელთა ფორუმი 2018“ გაიხსნა
16:32 23.02.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ აკადემიის ორგანიზებით „დამსაქმებელთა და პარტნიორთა ფორუმი 2018“ გახსნეს.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავს კვალიფიცირებული, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისა და უკვე არსებული კადრების გადამზადების პროცესში მარეგულირებელთა, დამსაქმებელთა და სოციალურ პარტნიორთა მონაწილეობის გაფართოება, ასევე დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის კავშირების დამყარების ხელშეწყობა.



როგორც ფორუმის მონაწილეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა განუცხადა, მეზღვაურთა განათლების სისტემის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, საქართველოში 9000-მდე მოქმედი მეზღვაურია, რომლებსაც დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი შემოაქვთ ყოველწლიურად ქვეყანაში და მათი კონტრიბუცია საქართველოს, განსაკუთრებით აჭარის რეგიონის ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანია.



„გასულ წლებში განხორციელდა ძირეული რეფორმები მეზღვაურთა განათლების სფეროში, დაინერგა ახალი პროგრამები, გაუმჯობესდა სასწავლო ინფრასტრუქტურა, შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. რეფორმების ლოგიკური შედეგი იყო ევროკავშირის მიერ 2013 წელს ქართველ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარება, საზღვაო აკადემია აღიჭურვა უახლესი სიმულატორებით, სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა 3000-მდე, ხოლო წელს აკადემიას სახელმწიფომ საწვრთნელი გემი გადასცა“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.



მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ინგლისის პლიმუთისა და საუთჰემპტონის უნივერსიტეტებთან აკადემიაში ინგლისურენოვანი პროგრამების დანერგვის მიზნით. 2019 წლის იანვრისთვის აკადემია პროგრამის ფარგლებში მიიღებსსაქართველოს 50 და უცხო ქვეყნის 50 მოქალაქეს, გაიცემა ე.წ. ,,ორმაგი დიპლომი“, რომელიც აღიარებული იქნება როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, ინგლისის საზღვაო ხელისუფლების მიერ.



„ჩვენი მიზანია, აკადემია გადაიქცეს რეგიონის ჰაბად საზღვაო განათლების კუთხით, რომლის სასწავლო პროგრამები და მეთოდოლოგია შესაბამისობაში იქნება ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან. აღნიშნულ პროცესში, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და მუდმივი დიალოგი აკადემიასთან დამსაქმებელთა საჭიროებების მუდმივი მონიტორინგისა და სამომავლოდ სასწავლო პროცესში გათვალისწინების მიზნით“ - აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.



ღონისძიების ფარგლებში „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა“ და სამ დამსაქმებელ და პარტნიორ ორგანიზაციას შორის (კოლეჯი“იკაროსი“, შპს "საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი", შპს „აჭარა ტექსტილი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.



ფორუმის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე საზღვაო განათლების სფეროში მოქმედი სასწავლო/საწვრთნელი ცენტრების, საზღვაო ინდუსტრიის, რეგიონის ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში მოღვაწე კომპანიების ხელმძღვანელი პირები.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა