logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით ლიდერთა ათეულშია
საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით ლიდერთა ათეულშია
12:11 23.02.2018
ვაშინგტონში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) გამართულ კონფერენციაზე, Doing Business ანგარიშის თხუთმეტი წელი: მომავალი გეზის შესაძლებლობები (Fifteen Years of Doing Business: Opportunities for Future Directions) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში გიორგი ციკოლია სიტყვით წარსდგა და საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივესა და თავისუფალ საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, როგორც კონფერენციაზე აღინიშნა საქართველო გამორჩეულად წარმატებული ქვეყნის მაგალითია, რომელმაც თავისუფალი და მოსახერხებელი ბიზნეს გარემოს თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვან ათეულშია. Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, რაც საქართველოს წარმატებული ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის და მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმების შედეგია.

„რეიტინგის 20 მოწინავე ქვეყნიდან, საქართველომ რომელსაც მეცხრე ადგილია უკავია, ყველაზე მეტი რეფორმა განახორციელა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდა როგორც ლიდერი რეგიონში და ფრაზა ‘ბიზნესის კეთების სიმარტივე’ ზუსტად მიესადაგება ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ბიზნეს გარემოს,“ განაცხადა გიორგი ციკოლიამ.

საქართველოს წარმატებული მაგალითი სხვა გამომსვლელების მიერ შეფასდა როგორც ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის სწრაფი განვითარებისათვის სწორად დაგეგმილი სტრატეგია. კონფერენციაზე სიტყვით წარდგნენ მსოფლიო ბანკის უფროსი მენეჯმენტის წარმომადგენლები და სხვადასხვა ეკონომიკური კვლევითი ცენტრის მკვლევარები.

მსოფლიო ბანკის ყოველწლიური ანგარიში Doing Business ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეიტინგული კვლევაა, რომელიც მსოფლიო ქვეყნებს ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით სწავლობს და ქვეყნების რეიტინგს ადგენს. Doing Business ანგარიში ყოველწლიურად პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებებისა თუ სპეციალისტების დიდ ყურადღებას იპყრობს. ანგარიშის გამოქვეყნების 15 წლის მანძილზე საერთო რეიტინგი და ცალკეული ქვეყნების სიღრმისეული კვლევა აღნიშნული სფეროს განვითარებისა და რეგულაციების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები შეიტანა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა