logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 დიმიტრი ქუმსიშვილი: „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე დამტკიცებული პროექტებით 16 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება
დიმიტრი ქუმსიშვილი: „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე დამტკიცებული პროექტებით 16 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება
17:22 22.02.2018
პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ის რომ ბიზნესის თავისუფლება და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა მთავრობის პრიორიტეტია, რეფორმებითაც დასტურდება.

ამის შესახებ ქუმსიშვილმა ფოთში, კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
„როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესის თავისუფლება და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, განსაკუთრებით რეგიონებში, ამას ვადასტურებთ იმ რეფორმებით, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ინიციატივით ხორციელდება. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე დამტკიცებულია 335 პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 815 მლნ ლარზე მეტია, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა კი 419 მლნ ლარს აჭარბებს.

„დღეს არსებული სტატისტიკით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ხელშეწყობით 13 300 მეტი ახალი სამუშაო ადგილი იქმნება ჩვენს ქვეყანაში და ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ციფრებს დღეს კიდევ 3000 ადამიანი დაემატება, რომლებიც არიან ამ საწარმოს მთავარი მამოძრავებლები, რადგან ქმნიან ხარისხიან, კონკურენტუნარიან პროდუქტს. მე მინდა განსაკუთრებულად მივესალმო ახალი საწარმოს ყველა თანამშრომელს და ვუსურვო მათ წინსვლა და წარმატებები - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შპს “აჭარა ტექსტილი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური და ინფრასტრუქტურული კომპონენტით სარგებლობს. შესაბამისად, საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფოსგან კომპანიას სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა მიწის ნაკვეთი, ხოლო სესხის პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში აღებული სესხის მოცულობა 9 200 000 ლარს შეადგენს, ხოლო სახელმწიფოს თანადაფინანსება 1 600 000 ლარია. ფოთის პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 38 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ზემოთხსენებული სამივე პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 80 მლნ ლარია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა