logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ხელისუფლება კერძო სექტორთან ერთად ბევრს მუშაობს საერთაშორისო ბაზრებზე ქართულმა პროდუქციის ღირსეული დამკვიდრებისთვის
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ხელისუფლება კერძო სექტორთან ერთად ბევრს მუშაობს საერთაშორისო ბაზრებზე ქართულმა პროდუქციის ღირსეული დამკვიდრებისთვის
16:51 22.02.2018
ფოთში, კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა ტექსტილის ბოლო წლებში ტექსტილის ნაწარმის ექსპორტის ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, 2012 წელთან შედარებით 2017 წელს ამ პროდუქციის ექსპორტი 103.3 პროცენტით არის გაზრდილი.
„იქიდან გამომდინარე, რომ ტექსტილის საწარმოში ვიმყოფებით, შემიძლია თუნდაც ამ პროდუქციის ექსპორტის ზრდის დინამიკა წარმოგიდგინოთ: ტექსტილის და ტექსტილის ნაწარმის ექსპორტმა 2017 წელს 87.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8.5 პროცენტით გაიზარდა. 2013-2017 წლებში ტექსტილის ექსპორტის საშუალო ზრდა 17.4 პროცენტს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2013-2017 წლებში ტექსტილის და ტექსტილის ნაწარმის ექსპორტის მოცულობა 408 მლნ. აშშ. დოლარი იყო, წლიურად საშუალოდ 82 მლნ. აშშ. დოლარი“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, 2017 წლის მდგომარეობით, ტექსტილის ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა თურქეთში ხორციელდება (73%-ზე მეტი), შემდეგ მოდის იტალია (13.2%) და სომხეთი (6.0%).
„ჩვენი ხელისუფლება კერძო სექტორთან ერთად ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართულმა პროდუქციამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს და მოთხოვნადი გახდეს“ - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების მნიშვნელობას სხვადასხვა ქვეყნებთან. „მე გუშინ დავბრუნდი თურქეთიდან, სადაც ჩემს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ქართულ ბიზნესს ექსპორტის 20 პროცენტით გაზრდის შესაძლებლობა მიეცემა ამ ქვეყანაში. ასევე ვისაუბრეთ ისეთ შესაძლებლობაზე, რასაც ქვია „დიაგონალური კუმულაცია,“ როდესაც ჩვენ ვიღებთ ევროპის ნედლეულს, ნაწილს ვქმნით დამატებულ ღირებულებას შემდგომ თურქეთში, მერე საქართველოში და, საბოლოო ჯამში, შესაძლებლობა გვეძლევა ვისარგებლოთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და გავიტანოთ და პროდუქცია დამატებითი დაბეგვრის გარეშე გავიტანოთ ევროპაში, რაც ასევე დამატებით სტიმულს მისცემს ტექსტილში დასაქმებულ კომპანიებსაც, რომ გაზარდონ ექსპორტი“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა ასეთ ფორმატში მუშაობს ბევრ ქვეყანასთან, რომ რაც შეიძლება მეტი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გვქონდეს საექსპორტოდ საინტერესო და კონკურენტუნარიანი. „ამ მიზნის მიღწევა კი შეუძლებელია ისეთი წარმოებების გარეშე, რომელსაც “აჭარა ტექსტილი“ ფლობს საქართველოში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა