პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის
განცხადებით, ინოვაციების, ტექნოლოგიების, სტარტაპებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმეთ არსლანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
,,მნიშვნელოვანია, საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება ინოვაციების, ტექნოლოგიების, სტარტაპებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც დადებითად აისახება ორივე ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებაზე“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საერთო პროექტების შემუშავებას აღნიშნულ სფეროებში, ასევე სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამების, ბიზნეს ინკუბატორებისა და აქსელერატორების პროგრამების ერთობლივად განხორციელებას და საერთაშორისო პროექტებში ერთობლივ თანამშრომლობას დიდი პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს. მისი თქმით, საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობა ამ მიმართულებით ორმხრივად მომგებიანი იქნება, ხელს შეუწყობს ერთობლივი ბიზნესების ჩამოყალიბებას და ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის ტექნოლოგიურ ჰაბად გადაქცევას.

















