logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან მოლაპარაკებების შედეგად, ქართულ ბიზნესს ექსპორტის 20 პროცენტით გაზრდის შესაძლებლობა მიეცემა
დიმიტრი ქუმსიშვილი: თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან მოლაპარაკებების შედეგად, ქართულ ბიზნესს ექსპორტის 20 პროცენტით გაზრდის შესაძლებლობა მიეცემა
16:41 21.02.2018
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თურქ კოლეგასთან მოლაპარაკებების შედეგად ქართულ ბიზნესს მიეცა შესაძლებლობა, ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში 20 პროცენტით გაზარდოს.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა თურქეთის ეკონომიკის მინისტრ ნიჰათ ზეიბექჩისთან თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების მიმართულებით მოლაპარაკების ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩემს კოლეგასთან მოლაპარაკებების შედეგად, ქართულ ბიზნესს მიეცა შესაძლებლობა, 20 პროცენტით გაზარდოს ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში. საუბარია ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა ცოცხალი პირუტყვი, მათ შორის, მსხვილფეხა საქონელი, აგრეთვე ცხვარი და თხა. საუბარი ასევე გვქონდა ქართულ თაფლზე, აგრეთვე სხვა ისეთ ცხოველური წარმოშობის პროდუქციაზე, რომლებსაც თურქეთის ბაზარზე პირველად შესვლის შესაძლებლობა მიეცემათ“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მოლაპარაკება თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მოლაპარაკების შედეგად, თურქეთის მხარე დათანხმდა, გარკვეულ ქართული წარმოშობის პროდუქციაზე გააუქმოს სატარიფო ბარიერები და შეზღუდვები საქართველოსთვის მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტებზე, ან გაზარდოს არსებული კვოტის მოცულობა.
„თურქეთი საქართველოსთვის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია. სავაჭრო ბრუნვა 1,5 მილიარდ დოლარზე მეტია და აქედან, ჩვენი ექსპორტი თურქეთში 200 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს. ამდენად, მოლაპარაკებების შედეგები თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ექსპორტიორებისთვის,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოება ასევე გულისხმობს სერვისებით ვაჭრობის მიმართულებასაც, რაც აქამდე არ იყო გათვალისწინებული არსებული შეთანხმებით. სერვისებით ვაჭრობის მიმართულებით მოლაპარაკებები თურქეთის მხარესთან გაგრძელდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა