logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 გიორგი ჩერქეზიშვილი: საავიაციო ფორუმის მასპინძლობა ნიშნავს, რომ საქართველო საერთაშორისო ღონისძიებებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილია
გიორგი ჩერქეზიშვილი: საავიაციო ფორუმის მასპინძლობა ნიშნავს, რომ საქართველო საერთაშორისო ღონისძიებებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილია
13:58 21.02.2018
სასტუმრო ,,ბილტმორში“ საერთაშორისო საავიაციო ფორუმის CONNECT 2018-ის საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიების მეორე დღე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა გახსნა.
გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, Connect ეს არის პლატფორმა, როდესაც ხდება ავიაკომპანიების, აეროპორტების და ამ ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიების ყოველწლიური შეკრება, სადაც იგეგმება მომავალი წლის გეგმები და ზოგადად ხდება მათი ურთიერთდაკავშირება.

„დღეს ბედნიერი ვართ, რომ გვაქვს საშუალება ვუმასპინძლოთ რიგით მე-15 საიუბილეო ღონისძიებას, სადაც ჩამოსულია 500-ზე მეტი დელეგატი 65 ავიაკომპანიიდან და 250-ზე მეტი აეროპორტიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთი ალექსიძე.

ქეთი ალექსიძის განცხადებით, ფორუმზე შეკრებილი ყველა დელეგატი ამბობს, რომ საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ღონისძიების მასპინძლობა. რეალურად ჩვენ წარმოდგენილი გვყავს ავიაკომპანიების ის გუნდი, რომელიც უშუალოდ იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა იფრინოს ამა თუ იმ ავიაკომპანიამ. ჩანიშნული გვაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა და ვფიქრობთ, რომ ის შესაძლებლობა, ამ ადამიანებს ადგილზე ვაჩვენოთ ჩვენი პოტენციალი, არის ძალიან კარგი შანსი ჩვენთვის. დღემდე ყველაფერი გვესმის პოზიტიური და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დელეგატი ამბობს, რომ საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა“, - აღნიშნა ქეთი ალექსიძემ.

ფორუმზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი, საფრანგეთის აეროპორტის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი კარენ ბუტო და ა.შ. ღონისძიების მოდერატორი იყო საავიაციო ჟურნალ anna.aero -ს მთავარი ანალიტიკოსი ნიკ პრესტონი.


ფორუმის ფარგლებში პრეზენტაციები გამართეს „ფლაი დუბაის“, „ტრანსავია ეარლაინ“ ,,ნორდიკა ეარლანი“-ისა და სხვა ავიაკომპანიის ხელმძღვანელებმა. 16:00 საათზე დაგეგმილია პანელი, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე მონაწილეობს. დელეგატებისთვის გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია.



საქართველოს მთავრობამ რვა თვის წინ გადაწყვიტა CONNECT 2018-ის შერჩევის პროცესში მიეღო მონაწილეობა და საქართველო რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი გამხდარიყო. მასშტაბური,საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.
ფორუმში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.


ფორუმში მონაწილეობენ ისეთი წამყვანი ავიაკომპანიები, როგორიცაა: Royal Dutch Airlines, Gulf Air, Wizz Air, Ryanair, Ukraine International Airlines, Turkish Airlines, TUI France, Airzena, SAS Scandinavian Airlines, LOT Polish Airlines, British Airways, Ernest Airlines, Transavia, HOP, MIAT Mongolian Airlines, Tajik Air, PTL Airlines, Flybe, Blue Air, SWISS International Airlines, Iberia, Croatia Airlines, Eurowings, Nordica, Meridiana, Pegasus Airlines, Kuwait Airways, Flydubai, Ellinair, Lufthansa, Volotea, Atlas Global, Air France, air Baltic და სხვა.

ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს. ასევე, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართულებაზე თანამშრომლობას. ფორუმის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით და მეტი ავიამიმართულებები დაემატოს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა