logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ჩერქეზიშვილი ლატვიის გარემოს დაცვის და რეგიონალური განვითარების მინისტრს შეხვდა
გიორგი ჩერქეზიშვილი ლატვიის გარემოს დაცვის და რეგიონალური განვითარების მინისტრს შეხვდა
13:33 21.02.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ლატვიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის და რეგიონალური განვითარების მინისტრს კასპარს გეჰარდს შეხვდა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, ლატვიის მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ - გარემოს დაცვის და რეგიონალური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივანის მოადგილეები ალდა ოზოლა და ედმუნდს ბელსკისი, საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საელჩოს ლატვიის საქმეთა დროებითი რწმუნებული მადარა სილინა და სხვა მაღალი რაგნის წარმომადგნელები. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს კავშირგაბმულობის საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ICT ინდუქტრიის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მხარეთა შორის მიმდინარე თანამშრომლობაზე და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე, რომელიც პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ორივე ქვეყნის ციფრული ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე. გიორგი ჩერქეზიშვილმა მოკლედ მიმოიხილა ტელეკომუნიკაციების მიმართულებით მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, მან ხაზი გაუსვა ლატვიის მხარესთან ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროებში.
გიორგი ჩერქეზიშვილმა ლატვიელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა დარგობრივ საერთაშორისო ორგანიზაციაში, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირში (ITU) საქართველოს მხარდაჭერისთვის სხვადასხვა მიმართულებებით, მან ასევე მოიწვია ლატვიის მხარე 2018 წლის 5-6 ივნისს ქ. თბილისში დაგეგმილ ევროპულ დიალოგზე ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული დიალოგის ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ჩატარება უპრეცენდენტო შემთხვევაა და რომ ეს დიდი პატივია საქართველოსთვის უმასპინძლოს აღნიშნულ ფართომასშტაბიან ღონისძიებას.
ლატვიის დელეგაციასთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ელექტრონული მმართველობის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების საკითხებს. მხარეებმა მზადყოფნა გამოხატეს, თანამშრომლობა გააღრმაონ საერთაშორისო ფართოზოლოვანი ქსელების, ელექტრონული მმართველობის განვითარების, ელექტრონული სერვისებისა და პროგრამული უზრუნველყოფის, ასევე ინოვაციური ეკოსისტემის და სხვა მიმართულებით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა