logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქ კოლეგასთან ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ერთობლივ განვითარებასა და პოპულარიზებაზე ისაუბრა
დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქ კოლეგასთან ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ერთობლივ განვითარებასა და პოპულარიზებაზე ისაუბრა
11:06 21.02.2018
„მივესალმებით ტრანსკასპიური, იგივე „შუა სატრანსპორტო დერეფნის“ ერთობლივ განვითარებასა და პოპულარიზებას საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრთან აჰმეთ არსლანთან შეხვედრაზე, რომლის დროსაც დიდი ყურადღება დაეთმო აღნიშნული დერეფნის განვითარებისა და საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზების საკითხებს. შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილის თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. მათ შორის, 6 თებერვალს აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით ჩინეთის დედაქალაქ პეკინში „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაზე ჩინური ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელსაც ტრანსკასპიური დერეფნის ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლები დაესწრნენ და აღნიშნული მარშრუტის უპირატესობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პოპულარიზების მიზნით ერთობლივი ღონისძიებების გაგრძელებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

როგორც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ტრანსკასპიური, იგივე „შუა დერეფნის“ განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. მისი თქმით, ეს არის უმოკლესი მარშრუტი ჩინეთიდან ევროპამდე სხვა ალტერნატიულ დერეფნებთან შედარებით, რომელშიც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის აქტიური განვითარების პროცესი. დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს შუა დერეფანში მეტი ტვირთების მოზიდვის პროცესს. ასეთ პროექტებს შორის, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დაასახელა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა, თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სხვ. მინისტრების მიერ ასევე ხაზი გაესვა დერეფანში გამჭოლი ტარიფის მოქმედების საკითხებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანსპორტო და კომუნიკაციების სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა