logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ამერიკელი ღვინის მაგისტრი ქართულ ღვინოზე წიგნს წერს
ამერიკელი ღვინის მაგისტრი ქართულ ღვინოზე წიგნს წერს
11:03 20.02.2018
ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიაზე, კულტურასა და პოტენციალზე წიგნს წერს. ცნობილი ღვინის პროფესიონალი ერთ თვეზე მეტია საქართველოში იმყოფება და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საოჯახო ტიპის მარნებსა და ღვინის საწარმოებს სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში ლიზა გრანიკი ეწვია კახეთს, იმერეთს, გურიას, სამცხე-ჯავახეთს, ქართლს, ასევე აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაზე გაშენებულ ვენახს.
საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად ლიზა გრანიკი შიდა ქართლს, კერძოდ ატენის ხეობას ესტუმრა, დაათვალიერა რამდენიმე საოჯახი მარანი და დააგემოვნა ადგილობრივ ღვინოები „თავკვერი“, „ატენური“, „ჩინური“, „გორული მწვანე“ და სხვა.
ლიზა გრანიკის თქმით, იმისათვის, რომ ქართული მეღვინეობის უდიდესი პოტენციალის შესახებ მსოფლიოს საზოგადოებამ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიღოს, აუცილებელია ბევრი ინგლისურენოვანი ნაშრომის მომზადება და წიგნებად გამოცემა.
„რამდენიმე წელია აქ ჩამოვდივარ, ბოლო თვეების განმავლობაში კი განსაკუთრებით ხშირად, რადგანაც მინდა დავწერო ცნობარის ტიპის წიგნი ქართულ ღვინოზე, რომელიც გეოლოგიური და ისტორიული საფუძვლებით ასახავს იმ მახასიათებლებს, რომლებიც თითოეული ქართული ღვინის წარმომავლობას განასხვავებს. ვიცი, რომ საქართველო ახლა ცდილობს გაიგოს თუ სადაა მისი ისტორია, რომელიც არა ასწლეულებს, არამედ ათასწლეულებს მოიცავს გეოლოგიური ისტორიისა და კულტურის და ღვინის დაყენების ტრადიციების თვალსაზრისით” - აღნიშნა მან.
ლიზა გრანიკის ორგანიზებით, ბოლო წლებში, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში (კომპანია„Tastingwork”), საქართველოში ღვინის პროფესიონალების არაერთი ვიზიტი განხორციელდა, აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში კი ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა