საქართველოსა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს თბილისში, რამდენიმე დოკუმენტი გააფორმეს, მათ შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის დეკლარაცია და ერთობლივი განცხადება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით.
როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ის სფეროები, რომელშიც თანამშრომლობის გაღრმავება შესაძლებელია.
ვაშაძის თქმით, სავაჭრო ბრუნვა სახელმწიფოებს შორის 200 მლნ-ზე აშს დოლარზე მეტია.
როგორც მოლდოველმა მინისტრმა ნიკოლაი მლადენოვმა განაცხადა, საქართველო და ბულგარეთი „არა უბრალოდ პოლიტიკური პარტნიორები, არამედ ძლიერი მეგობრები არიან“.
მისი თქმით, ბოლო წლის განმავლობაში სავაჭრო ურთიერთობები ქვეყნებს შორის 43%-ით გაიზარდა 2010-2011 წლებთან შედარებით.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში დაგეგმილი არჩევნები წარმატებით ჩატარდება.
ამასთანავე, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბულგარეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ბულგარეთში მისი ქართველი კოლეგა მიხეილ სააკაშვილი მიიწვია.

















