საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ივლისის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც დღეიდან 20 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
როგორც „ნიუსპრესს“ საქსტატიდან აცნობეს, კვლევის მიზანი 2012 წლის ივლისის საქართველოში ინფლაციის დონის გაანგარიშებაა.
საქსტატის ინფორმაციით, ფასებზე დაკვირვება ფასების 19 რეგისტრატორის მიერ საქართველოს ხუთ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში მოხდება. ფასები 1 300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე შეგროვდება.
ივლისის ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის 3 აგვისტოს გამოქვეყნდება.

















