logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მეთევზეობის სექტორის გასაძლიერებლად საქართველო FAO-ს მხარდაჭერას მიიღებს
მეთევზეობის სექტორის გასაძლიერებლად საქართველო FAO-ს მხარდაჭერას მიიღებს
12:04 17.02.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO). საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის მოადგილემ, მარია ჰელენა სემედომ რომში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, FAO საქართველოს მეთევზეობის სექტორისა და აკვაკულტურის განვითარებაში დაეხმარება.

ტექნიკური დახმარების პროექტი გულისხმობს მონაცემთა შეგროვების გაუმჯობესებას, წყალქვეშა რესურსების მდგრად გამოყენებას, სპეციალისტთა გადამზადებას, ასევე, კონტროლისა და მონიტორინგის სისტემების დანერგვას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილებებისა და გარემოს დაცვის კუთხით FAO -სთან თანამშრომლობის საკითხებსაც.

„საქართველო ამჟამად აქტიურად მუშაობს პროგრამაზე, რომელიც ქვეყანაში მეთევზეობის სექტორსა და აკვაკულტურას დაარეგულირებს. ამ პროგრამის შემუშავებაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანია FAO-სგან მიღებული მხარდაჭერა.
შავ ზღვას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია თევზჭერისა და აკვაკულტურის კუთხით და საჭიროა ამ რესურსების საფუძვლიანად ათვისება“, - განაცხადა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„ჩვენ უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან სოფლის მეურნეობის, კლიმატის ცვლილებისა თუ სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხით; ამჯერად აქცენტს გავაკეთებთ მდგრადი განვითარების მე-14 გლობალურ მიზანზე - წყალქვეშა რესურსების მდგრად გამოყენებაზე, რომლის მისაღწევად FAO დახმარებას უწევს ქვეყნებს არალეგალური, უნებართვო და არარეგულირებადი თევზჭერის აღმოფხვრაში“, - განაცხადა მარია ჰელენა სემედომ.

ტექნიკური დახმარების პროექტის უშუალო განმახორციელებელი ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის კომისია იქნება.

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის(IFAD) პრეზიდენტთან, რომელთანაც ქართული მხარე მრავალი წელია თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.პროექტში - სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა(AMMAR) - მნიშვნელოვანი კომპონენტია ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება. ამ კომპონენტში ჩართულია გარემოს დაცვითი მიმართულებაც,რაც კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითრებას გულისხმობს.
„სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) 41-ე მმართველთა საბჭოზე გადაწყდასაქართველოსთვის შემდეგი 5-წლიანი სტრატეგიის დამტკიცების საკითხი. ქართული მხარისთვის ძალინ მნიშვნელოვანია იმ დახმარების გაგრძელება, რომელსაც საქართველო IFAD-ისგან იღებს. მომავალში ვითანამშრომლებთ მეცხოველეობის განვითარების მიმართულებით, რაც, დარწმუნებული ვარ, ხელს შუწყობს საქართველოში დარგის ეფექტიან განვითარებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა