logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჰოლანდიური გამოცემა: უახლოეს მომავალში საქართველო ჰოლანდიელ ტურისტთა დიდ ნაკადს უნდა ელოდოს
ჰოლანდიური გამოცემა: უახლოეს მომავალში საქართველო ჰოლანდიელ ტურისტთა დიდ ნაკადს უნდა ელოდოს
14:06 16.02.2018
ჰოლანდიური გამოცემა Adformatie აქვეყნებს სტატიას სათაურით-“ Wie is de Mol-მა საქართველო ტურისტულ რუკაზე წარმოაჩინა.“

როგორც გამოცემა წერს, ლოკაციების შესარჩევად ჩამოსული ჯგუფი საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებით აღფრთოვანდა და იმის ნაცვლად რომ დაგეგმილი 5 ეპიზოდი ხორვატიაში გადაეღოთ, ათივე ეპიზოდის საქართველოში გადაღება გადაწყდა.

გამოცემის თანახმად უახლოეს მომავალში საქართველო ჰოლანდიელ ტურისტთა დიდ ნაკადს უნდა ელოდოს. რეალითი შოუს მე-18 სეზონის ეთერში გასვლის შემდეგ, ვებ-გვერდი Cheaptickets.nl-ის მონაცემებით, საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების ჯავშნის რაოდენობა გაიზარდა 160%-ით, ინტერნეტით საქართველოს შესახებ ინფორმაციის მოძიების მსურველთა რიცხვი კი-103%-ით.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ჰოლანდიური რეალითი შოუს მე-18 სეზონის საქართველოში გადაღება საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. გადაღებები ერთი წლის წინ დაიწყო და მიმდინარეობდა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც. აღნიშნული შოუს პირველი ეპიზოდი ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 6 იანვარს გავიდა და მას 4 მილიონამდე მაყურებელი ჰყავდა.

Wie is de Mol-ი ცნობილი ჰოლანდიური რეალითი შოუა, რომლის მე-18 სეზონიც საქართველოში გადაიღეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა