პარლამენტის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პირობები, რომელიც მცირე ბიზნესს ფინანსთა
მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შესთავაზა, ქმნის ახალ შესაძლებლობებს მათთვის, ვისაც უნდა საკუთარი საქმე წამოიწყოს.
მისივე თქმით, არცერთი წარმატებული ეკონომიკური რეფორმა, გაბედული გადაწყვეტილების გარეშე არ განხორციელებულა.
„შემოთავაზებული ცვლილებები, რომ მცირე მეწარმეები საერთო შემოსავლის 5%-ით აღარ დაიბეგრებიან და სიმბოლურად მხოლოდ 1%-ს გადაიხდიან; მცირე ბიზნესად ჩაითვლება მეწარმე, რომლის შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად დღემდე არსებული 100 000 ლარისა; მცირე მეწარმეებისათვის გაუქმდება მიმდინარე (ე.წ. საავანსო) გადასახდელების გადახდის ვალდებულება და მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება მეწარმე ფიზიკური პირის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი - არის პირდაპირი გზავნილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა საკუთარი საქმე წამოიწყოს, საკუთარი ბიზნესი განავითაროს“- განაცხადა თალაკვაძემ.

















