logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის მერიის ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება
თბილისის მერიის ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება
21:32 15.02.2018
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ მცირდება. მცირე მეწარმედ 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმოს ნაცვლად, 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება, რაც მცირე ბიზნესზე საგადასახადო ტვირთს მნიშვნელოვნად შეამცირებს და ახალ მეწარმეებს წაახალისებს, რომელთაც საქმიანობის წამოწყება სურთ.
თბილისის მერიის ინიციატივით, 2018 წლის ბოლოდან, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორისთვის ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება. თბილისში რეგისტრირებულ ან მომუშავე ყველა კომპანიას საშუალება ექნება, აქსელერატორს უფასო სამუშაო სივრცეებით უზრუნველყოფის, კონსულტაციის გაწევის, ფინანსური ანგარიშგებების, საგადასახადო კანონმდებლობისა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ, მათ შორის, იურიდიულ და ბრენდის პოზიციონირების საკითხებზე მიმართოს.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მცირე მეწარმეთათვის ბრუნვის გადასახადი 5%-ის ნაცვლად, 1% იქნება, ხოლო მცირე ბიზნესად ჩაითვლებიან ის კომპანიები, რომელთა ბრუნვა 100 000 ლარის ნაცვლად, 500 000 ლარი იქნება. ასევე, თბილისის მერიის ინიციატივით, დამატებით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება ბიზნეს აქსელერატორი, რომლითაც მეწარმეებს საშუალება ექნებათ, ერთიანი სამუშაო სივრცით უფასოდ ისარგებლონ, მიიღონ ბუღალტრული, მარკეტინგული, იურიდიული და სხვა ტიპის საკონსულტაციო მომსახურება“, - განაცხადა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის კონსულტანტმა ვიქტორ წილოსანმა.
მისივე თქმით, შეიქმნება ვებგვერდი, სადაც მეწარმეები დარეგისტრირებას შეძლებენ. მათ ასევე, ექნებათ ვალდებულება, ერთი თვის ვადაში, საკუთარი ბიზნესის კონცეფცია წარმოადგინონ, რომელთაგანაც საუკეთესო ბიზნეს მოდელების შერჩევა და შესაბამისი მომსახურების გაწევა მოხდება.
პროექტის ფარგლებში, სიცოცხლისუნარიან და წარმატებულ 100-ზე მეტ კომპანიას აქსელერატორი შეუქმნის ვებგვერდებს, შეუდგენს ბიზნესგეგმასა და შესაძლო პარტნიორებთან შემდგომ ადვოკატირებას გაუწევს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებისთვის 30-მდე გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა.
პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა