logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისი საერთაშორისო კონგრესს „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ მასპინძლობს
თბილისი საერთაშორისო კონგრესს „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ მასპინძლობს
11:53 14.02.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ გახსნა, რომელსაც საქართველო წელს უკვე მეორედ მასპინძლობს.

რომეო მიქაუტაძის განცხადებით, კერძო სექტორის მხრიდან ჰიდროენერგეტიკის მიმართ მსგავი ინტერესი და თავად ფაქტი, რომ თბილისი უკვე მეორედ შეირჩა აღნიშნული კონგრესის მასპინძლად, ადასტურებს, რომ რეფორმები, რომლებიც გატარდა და იგეგმება, ეფექტურია და ზუსტად პასუხობს დარგის გამოწვევებს.

„ენერგეტიკის თემაზე კონფერენციები ძირითადად იმართებოდა სახელმწიფოს ან ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერითა და დაფინანსებით, დღეს კი ჩვენ ვიმყოფებით მაღალი დონის საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც კერძო კომპანიების მიერ არის ორგანიზებული. დღეს სახელმწიფო სტუმრის სტატუსით არის მოწვეული. კერძო სექტორის მხრიდან ჰიდროენერგეტიკის მიმართ მსგავი ინტერესი და თავად ფაქტი, რომ თბილისი უკვე მეორედ შეირჩა აღნიშნული კონგრესის მასპინძლად, ადასტურებს, რომ რეფორმები, რომლებიც გავატარეთ და მომავალში ვგეგმავთ, ეფექტურია და ზუსტად პასუხობს დარგის გამოწვევებს. ჰიდროენერგეტიკული რესურსები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ამ რესურსების განვითარება და გამოყენება პრიორიტეტულია. ადგილობრივი რესურსების რაციონალური ათვისება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საფუძველს“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესი წარმოადგენს მაღალ პროფესიულ პლატფორმას კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე დიალოგისთვის.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები საუბრობენ რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან ჰიდროენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამ პროექტებში კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის როლზე.
კონგრესზე სიტყვით გამოდიან თურქული, აზერბაიჯანული, სომხური, რუსული, ყაზახური, ტაჯიკური, ყირგიზული და ქართული როგორც სახელმწიფო ასევე კერძო ენერგეტიკული კომპანიები. კონგრესის ფარგლებში თბილისს 100-ზე მეტი დელეგატი სტუმრობს.

კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ კომპანია „ვოსტოკ კაპიტალის“ ორგანიზებით იმართება. კონგრესი ორდღიანია და ის 15 თებერვალს დასრულდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა