logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს შეხვდა
18:31 12.02.2018
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს იანეშ კოპაჩს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში. აღნიშნული შეხვედრა პირველი იყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაერთიანდა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს თანამშრომლობა ენერგეტიკულ გაერთიანებასთან. ასევე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება ენერგოსექტორში, რომლის მიზანსაც ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დაახლოება, ევროკავშირის ენერგობაზართან ინტეგრაცია და კონურენციის ზრდა წარმოადგენს, რაც დადებითად აისახება როგორც დარგის განვითარებაზე, ასევე ადგილობრივი მომხმარებლის კეთილდღეობაზე.
აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2018 წელს უნდა მიიღოს ახალი კანონი „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, რომელიც თანხვედრაში იქნება ევროპის ენერგეტიკულ დირექტივებთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა საქართველოს ენერგობაზრის ინტეგრაციისა რეგიონალურ ბაზრებთან.
შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის აუცილებლობაზე.
შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში გაღრმავდება და საქართველო ევროპის ენერგობაზრის სრულფასოვანი წევრი გახდება.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე, გიორგი ჩიქოვანი და რომეო მიქაუტაძე.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია 2017 წლის ივლისიდან. აღნიშნულ გაერთიანებაში გაწევრიანებით, საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, ჩამოაყალიბოს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ენერგეტიკული სექტორი, განავითაროს კონკურენტული ბაზარი, გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო, აამაღლოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხი და ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკული წყაროებისა და ენერგოეფექტურობის განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და სტატისტიკის მიმართულებებიც და საქართველო ამ მხრივაც მუშაობს ევროპული გამოცდილებისა და მიღწევების დანერგვის თვალსაზრისით.
“ენერგეტიკული გაერთიანების“ (Energy Community) მიზანია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი რეგიონული ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, რომელიც ევროკავშირის დირექტივებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ქარტიის პრინციპებს ეფუძნება და მის საბოლოო მიზანს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან ეფექტიანი ინტეგრაცია წარმოადგენს.
„ენერგეტიკული გაერთიანების“ პრიორიტეტთა შორისაა განახლებადი, სუფთა ენერგეტიკული წყაროების ათვისება, რაც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ინტერესებთან. საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის მწარმოებელს, მიეცემა საშუალება თურქეთის მეშვეობით ელექტროენერგიით ევროპის ქვეყნებთან ივაჭროს და დაამყაროს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა