logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: „საქართველოს ფოსტის“ გზავნილთა ჩაბარების მაჩვენებელი 97%-ს შეადგენს
დიმიტრი ქუმსიშვილი: „საქართველოს ფოსტის“ გზავნილთა ჩაბარების მაჩვენებელი 97%-ს შეადგენს
15:55 07.02.2018
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტის „მალეოს“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს ტექნოპარკის შენობაში გაიმართა.
მისალმებაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა „საქართველოს ფოსტის“ და მისი ადმინისტრაციის საქმიანობა.
მისი თქმით, მოგების რეინვესტირების შედეგად კომპანიაში დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეები და მომსახურების მაღალი სტანდარტები, რომლის შედეგადაც „საქართველოს ფოსტა“ სრულფასოვან საფოსტო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს და რაც მთავარია, კორესპონდენციის ადრესატამდე მიტანის დრო მინიმუმდეა შემცირებული.
დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ფოსტის საქმიანობის ამსახველ სტატისტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიას დღეს აქვს მნიშვნელოვანი ზრდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გზავნილების მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია „საქართველოს ფოსტის“ გზავნილთა ჩაბარების მაჩვენებელი, რომელიც, საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, 97%-ს შეადგენს. „საქართველოს ფოსტამ“ შარშან დეკემბერში გზავნილთა გამტარიანობის რეკორდული მაჩვენებელი აჩვენა, ფოსტის სერვისცენტრებმა უზრუნველყვეს 250 000-მდე გზავნილის გატარება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 30%-ით აღემატება, სერვისცენტრების საშუალო დღიურმა გამტარიანობამ კი 9 000 გზავნილს გადააჭარბა“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კომპანიის ადმინისტრაციის მიერ გაწეულ საქმიანობაზე, რომელიც ელექტრონული კომერციის პლატფორმის ამოქმედებას შეეხება. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, ფოსტა აამოქმედებს პლატფორმის ერთ კომპონენტს „მალეოს“, რომელიც, ძირითადად, საქართველოს რეგიონების მოსახლეობაზეა გათვლილი. მისი მეშვეობით, უცხოეთის ინტერნეტმაღაზიებიდან შეკვეთილ პროდუქციას რეგიონების მაცხოვრებლები „საქართველოს ფოსტის“ სერვი ცენტრებში იგივე ტარიფით მიიღებენ, როგორც დიდი ქალაქების მოსახლეობა.

„მალეოს“ ძირითადი მიმართულებები პრეზენტაციაზე დამსწრე აუდიტორიას „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ გააცნო, რომლის შემდეგაც მოხდა სარეკლამო ვიდეორგოლის ჩვენება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა