logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: ვგეგმავთ მიმდინარე წლიდან „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონი მივიღოთ
დიმიტრი ქუმსიშვილი: ვგეგმავთ მიმდინარე წლიდან „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონი მივიღოთ
15:29 07.02.2018
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლიდან ელექტრონული კომერციის შესახებ კანონის მიღება იგეგმება, რითაც საქართველოში ელექტრონული კომერციის ევროპული რეგულაციები ამოქმედდება.


ამის შესახებ ქუმსიშვილმა კომპანია „საქართველოს ფოსტის“ ახალი სერვისის „მალეოს“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
აღნიშნული სერვისით უცხოეთის ინტერნეტ-მაღაზიებიდან შეკვეთილ პროდუქციას საქართველოს რეგიონების მცხოვრები ადამიანები „საქართველოს ფოსტის“ ოფისებში უცხოეთიდან შეკვეთილ ამანათს იგივე ტარიფით მიიღებენ, როგორც დიდი ქალაქების მოსახლეობა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ახალი კანონი ხელს შეუწყობს ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული კომერციის პროცესში, მომხმარებელთა უფლებების და მათი პერსონალური მონაცემების დაცვას. „ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოში დაინერგოს ელექტრონული კომერციის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები. კანონი ასევე ხელს შეუწყობს ელექტრონული კომერციის პლატფორმების სანდოობის ამაღლებას, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ადგილობრივ ბიზნესს, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოებს საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანაში დაეხმარება,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე დააანონსა კიდევ ერთი სიახლე. მისი თქმით, კანონის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული კომერციის სტრატეგიის დოკუმენტზე, რომლის მიზანია საქართველოში წარმოებული მაღალი პოტენციალის მქონე პროდუქტების იდენტიფიცირება და ელექტრონული კომერციის საშუალებით საერთაშორისო ბაზარზე, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ბაზარზე გატანა და გაყიდვების ხელშეწყობა. „დოკუმენტზე მუშაობაში ჩვენ გვეხმარება ევროკავშირი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტი „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა