logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: იმის გამოცხადება, რომ საქართველოში ოლიმპიადა ჩატარდება და შესაძლოა ჩატარდეს - უკვე ძალიან მნიშვნელოვანია
პრემიერი: იმის გამოცხადება, რომ საქართველოში ოლიმპიადა ჩატარდება და შესაძლოა ჩატარდეს - უკვე ძალიან მნიშვნელოვანია
11:22 07.02.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მარტში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დელეგაციას გამოაგზავნის, რის შემდგომაც სამოქმედო გეგმა დაისახება. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა კორეის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით წარგზავნილ მოთამაშეებს წარმატებები უსურვა.

“მინდა, ჩვენს სპორტსმენებს კორეის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება ვუსურვო. ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ზამთრის თამაშებზე, ესენი არიან: იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური - სამთო-სათხილამურო სპორტში, ასევე, გიორგი საღოიანი საციგაო სპორტში და მორის ყვითელაშვილი ფიგურულ ციგურაობაში. მე მინდა, მათ წარმატება ვუსურვო. საერთოდ, ოლიმპიური მოძრაობა ქვეყანაში არის უმნიშვნელოვანესი - ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების კუთხით და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას განსაკუთრებულად შევუწყობთ ხელს.

მოგეხსენებათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ გახლდით შვეიცარიაში, ლოზანაში, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ბ-ნ თომას ბახს შევხვდით და განვიხილეთ სამომავლოდ საქართველოში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების პერსპექტივა. მარტის დასაწყისში ბ-ნი პრეზიდენტი აგზავნის დელეგაციას საქართველოში, რომელიც არსებულ მდგომარეობას შეისწავლის და ჩვენ დავდებთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელებთ. ვფიქრობთ, დაახლოებით 2030 წლის პერსპექტივისათვის, ჩვენ უნდა ავიღოთ ის ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმა, რომ ქვეყანა მოემზადოს ასეთი მასშტაბური ტიპის საერთაშორისო ღონისძიებისთვის“-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


ამასთან, პრემიერმა იმ დადებით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც ოლიმპიადის საქართველოში ჩატარება მოიტანს.

„მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს მთელი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა გთხოვოთ მთავრობის წევრებს, ასევე, ყველა იმ ინსტიტუციას, რომელსაც ეს საკითხი ეხება საქართველოში, რომ მაქსიმალურად რეალისტურად შევხედოთ ამ ყველაფერს. ეს არის ძალიან კონკრეტული ამბიციური გეგმა, მაგრამ ჩვენ თუ არ ავწიეთ ეს თამასა, ვერ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მოკლე პერიოდში სწრაფ განვითარებას, ამ მიმართულებით. თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, მე არ მგონია, რომ ვინმეს ახსნა სჭირდებოდეს. მხოლოდ იმის გამოცხადება, რომ საქართველოში ოლიმპიადა ჩატარდება და შესაძლოა ჩატარდეს - უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური გეგმა, თუ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ და სწრაფად განვახორციელებთ როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებას ზამთრის კურორტებზე, ასევე, მთელი ქვეყნის ჩართვას ზამთრის სპორტულ სახეობებში. ჩვენ უკვე ძალიან ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული ამ მიმართულებით და ეს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ბევრი კუთხით, მათ შორის: ეს არის ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელობა; ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 70 %-ის, რომელიც გახლავთ მთიანი რეგიონები, მთლიანად ამ პროცესში ჩართვა; ეს არის უამრავი ადამიანის დასაქმება, განსაკუთრებით, მთიან რეგიონებში; ეს არის ტურიზმი და თითოეული ახალი ტურისტი არის დამატებითი შემოსავალი საქართველოს ოჯახებში და ეს არის ტურიზმთან მომიჯნავე დარგების განვითარება, როგორიცაა: ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, სამომხმარებლო მიმართულება, კომუნიკაციები და ა.შ. ამიტომ, უზარმაზარი ჯაჭვური რეაქციის და უზარმაზარი ენერგიის მქონე საკითხს ვიწყებთ, რომელიც აუცილებლად მთელ ქვეყანაზე გავრცელდება”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა