logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: საქართველო „ერთი სარტყელი–ერთი გზის“ ინიციატივის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანაა
მამუკა ბახტაძე: საქართველო „ერთი სარტყელი–ერთი გზის“ ინიციატივის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანაა
12:35 06.02.2018
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სააგენტო „ბლუმბერგისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრებისას, ყურადღება გაამახვილა აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს შესაძლებლობებზე.

მინისტრის თქმით, საქართველო ავითარებს ინფრასტრუქტურას არა მხოლოდ სამხერთ კავკასიის რეგიონის კონტექსტში, არამედ უფრო ფართო მასშტაბით.

„საქართველო „ერთი სარტყელი–ერთი გზის“ ინიციატივის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანაა. ჩვენს ქვეყანაზე გადის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა. საქართველო ავითარებს ინფრასტრუქტურას არა მხოლოდ სამხერთ კავკასიის რეგიონის კონტექსტში, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ უფრო ფართო მასშტაბის რეგიონზე, ჩინეთის ჩათვლით. თუ შევხედავთ ვაჭრობას ჩინეთსა და თურქეთს შორის, მისი მოცულობა 30 მილიარდი დოლარია და სწორედ საქართველოზე გადის ყველაზე მოკლე გზა ამ ვაჭრობის ხელშესაწყობად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანა ხდება.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანა ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი უცხოური ინვესტიციები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოხარული ვართ, რომ ვხედავთ მზარდ ინტერესს მსხვილი კორპორაციების მხრიდან დაიწყონ ბიზნესი საქართველოში. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე, ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ბაზარს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საუბარია უფრო ფართო რეგიონზე. ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ფარავს ევროკავშირს, ჩინეთს, დსთ-ს ქვეყნებს. საერთო ჯამში, საუბარია 2,5 მილიარდზე მეტ ადამიანზე“-განაცხდა მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ასევე, ისაუბრა 2017 წელს ეროვნული ვალუტის მერყეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

"რა თქმა უნდა, ლარის კურსის მერყეობა ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელიც ნაწილობრივ დაკავშირებულია დოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელთან. ჩვენ გვაქვს ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი გეგმა, რათა ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. თუ შეხედავთ ჩვენი რეგიონის ქვეყნების ვალუტებს, დაინახავთ, რომ ლარი არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ვალუტა რეგიონში. იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც გულისხმობს დოლარიზაციის დონის შემცირებას ეკონომიკაში, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ლარის მერყეობა მნიშვნელოვნად დაბალი იქნება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა