logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
16:51 02.02.2018
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა ორმხრივი შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟანგთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ენტონი დე ლანოისთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსთან, ვიტორ გასპართან.
მხარეებმა მიმოიხილეს სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში, 2017 წლის ფისკალური მაჩვენებლები, ისაუბრეს მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების შესახებ.
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ჩემს ქართველ კოლეგებს საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით. ჩვენ ძალიან კმაყოფილებები ვართ იმ პროგრესით, რომელიც აქვს თქვენს ქვეყანას, რაც საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ჩვენ, ასევე, მივესალმეთ ფინანსთა მინისტრის განცხადებას - მომავალშიც გაგრძელდეს ის რეფორმები, რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამაში და რომელთა ძირითადი მიზანი, ფინანსური სტაბილურობა, ფისკალური მდგრადობის შენარჩუნებადა სტრუქტურული რეფორმების ხელშეწყობაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის სურვილია, გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერა იმ მისწრაფებაში, რაც გულისხმობს, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ, ტაო ჟანგმა.
ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა აშშ-ის ხაზინასა და სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში, სადაც საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
ფინანსთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს 3 თებერვალს დაასრულებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა