logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრას დაესწრო
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრას დაესწრო
15:52 02.02.2018
საქართველოს რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ინტერნეტის ნეიტრალური ურთიერთგაცვლის ცენტრის ფორმირების (IXP) საკითხები განიხილეს ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა გახსნა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო კომპანიების, ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ინტერნეტსაზოგადოების (ISOC), „ოუფენ ნეტის,“ ფეისბუქის (Facebook), ევროპის IP ქსელების საკოორდინაციო ცენტრის (RIPE NCC) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
როგორც გიორგი ჩერქეზიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების და ხედვების გაზიარება საქართველოში ჯერ კიდევ არსებული ციფრული უთანასწორობის დაძლევის და სატელეკომუნიკაციო სფეროს შემდგომი განვითარებისთვის. „დღევანდელი ღონისძიება ეხება საქართველოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პროგრამის განვითარებას და ასევე ინტერნეტის ნეიტრალური ურთიერთჩათვლის მექანიზმების ფორმულირების საკითხებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, თუ რა თანამედროვე მიღწევები არსებობს აღნიშნულ სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთდიალოგის ასეთი მექანიზმი, რათა მოხდეს ინფორმაციის განახლება, თუ რა ეტაპზეა ესა თუ ის მიმდინარე პროგრამა“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მიმდინარეობს სხვადასხვა პროექტები, მათ შორის აღსანიშნავია ევროკავშირის პროექტი „ციფრული ბაზრების ჰარმონიზება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (HDM). ამ პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტელეკომუნიკაციის სფეროში რეგულაციებისა და ციფრული ბაზრების მაქსიმალური დაახლოება ევროპის შესაბამის ბაზრებთან. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ევროკომისია მსოფლიო ბანკის საშუალებით დაეხმარება საქართველოს „ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის“ შემუშავებაში, რომელიც საქართველოში ციფრული უთანასწორობის დაძლევის მიზნით ორიენტირებული იქნება ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისი პოლიტიკის და რეგულირების გატარების საკითხებზე.
ტექნოპარკში გამართული სამუშაო შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ევროპული ბიუროს, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) და ევროპის IP ქსელების საკოორდინაციო ცენტრის (RIPE NCC) ორგანიზებით ჩატარდა.











FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა