ქართულ კონიაკებს „სარაჯიშვილი VSOP” და „სარაჯიშვილი XO-მ” უკრაინის ქალაქ იალტაში გამართულ კონკურსზე უმაღლესი ჯილდო „გრან-პრი“ მიენიჭა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „სარაჯიშვილიდან“ აცნობეს, კონკურსზე სამი კონიაკის - 8-10 წლიანი დაძველების „სარაჯიშვილი VSOP”–ით, 20-წლიანი დაძველების „სარაჯიშვილი XO-თი“ და 70-წლიანი „სარაჯიშვილი საიუბილეოთი“ წარსდგნენ.
დეგუსტაცია OIV- ს წესდების მიხედვით ჩატარდა. კონკურსის სადეგუსტაციო კომისიის მუშაობაში „სარაჯიშვილის“ მთავარი ტექნოლოგი დავით აბზიანიძე მონაწილეობდა.
იალტაში ღვინისა და მაგარი ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო პროფესიონალური კონკურსი „იალტა. ოქროს გრიფონი – 2012“ 1-8 ივლისის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასზე მსოფლიოს 16 ქვეყნის 200-ზე მეტი ღვინისა და კონიაკის სახეობა იყო წარდგენილი.
აღნიშნული კონკურსი მეღვინეობისა და მევენახეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV- პარიზი) ეგიდით ტარდება.

















