მიმდინარე წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,6
პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4,3 პროცენტი შეადგინა.
საქასტატის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, სადაც ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,52 პროცენტული პუნქტით აისახა;
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი, სადაც ფასები გაიზარდა 2,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე აისახა 0,21 პროცენტული პუნქტით და ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სადაც ფასები შემცირდა 2,1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,08 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

















