logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: აშშ-ის საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის დახმარებით, შევძლებთ მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვას
მამუკა ბახტაძე: აშშ-ის საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის დახმარებით, შევძლებთ მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვას
12:49 01.02.2018
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორს, კორპორაციის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის მთავარ მრჩეველს, ჩარლზ მაკლაფლინს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, OPIC-ის დახმარებით საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.

„აშშ-ის საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციაში შედგა ნაყოფიერი შეხვედრა. 20 წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციის დახმარებით, საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი ინვესტიციები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აღსანიშნავია, რომ OPIC-ი აპირებს დაფინანსების პორტფელის გაზრდას საქართველოსთვის. ჩვენ ამერიკულ მხარეს გავაცანით ის რეფორმები, რომელიც განვახორციელეთ. ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, აღნიშნული საინვესტიციო პოტენციალის ათვისების კუთხით OPIC-ის ჩართულობის საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით მომავალში უფრო მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვას შევძლებთ ქვეყნის ეკონომიკაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა.

საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც დაარსდა 1971 წელს. OPIC თანამშრომლობს აშშ–ის კერძო სექტორთან და მას განვითარებად ბაზრებზე შესვლაში ეხმარება, რითაც ხელს უწყობს კერძო სექტორის შემოსავლების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ განვითარებას როგორც აშშ-ში, ასევე საზღვარგარეთ.

საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) 1993 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში. OPIC მნიშვნელოვან როლს თამშობს საქართველოში სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის განვითარებაში, როგორებიცაა: საფინანსო სექტორი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, წარმოება, განათლება, სამთო მრეწველობა და უძრავი ქონების სექტორი. OPIC ასევე ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომას დაფინანსების წყაროზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა