პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის
განცხადებით, საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც მარტში უნდა განხორციელდეს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას სტიმულს შემატებს.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა ბელარუსშ განაცხადა, სადაც საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობაში მონაწილეობდა.
„მარტში დაგეგმილია ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ახალ სტიმულს მისცემს ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.
„ფაქტია, როდესაც 2015 წელს აღნიშნული ვიზიტი პირველად მოხდა საქართველოში, ჩვენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა პრაქტიკულად გაორმაგდა. შესაბამისად, შემდგომში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

















