logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბელარუსის პრემიერის მოადგილემ მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ოქმს  მოაწერეს ხელი
დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბელარუსის პრემიერის მოადგილემ მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი
10:54 01.02.2018
საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეოთხე შეხვედრა ერთობლივი სხდომის ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომელშიც აისახა ორი ქვეყნის ყველა პრიორიტეტული სოციალურ-ეკონომიკური პროექტი და მიმართულება. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობდნენ მისი თანათავმჯდომარეები - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი.
კომისიის სხდომის დასაწყისში გაკეთებულ მოკლე განცხადებებში, კომისიის თანათავმჯდომარეებმა მოკლედ მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებულად აღინიშნა ის გარემოება, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური კავშირების დაახლოება განსაკუთრებით საჩინო გახდა ორი ქვეყნის უმაღლესი პირების შეხვედრების შედეგად. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტში საქართველოს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვევა, რომლის ვიზიტსაც კომისიის თანათავმჯდომარეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, კომისიამ განიხილა ორი ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხი, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა და ამ მხრივ, ყველა ბარიერის მოხსნა, სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც ორი ქვეყნის უფრო მეტი პროდუქცია გაიგზავნება ერთმანეთის ბაზრებზე. განხილულ საკითხებს შორის იყო ერთობლივი საამწყობო საწარმოების შექმნა, რომლის დროსაც ბელარუსულ ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლებელი იქნება მთელი რიგი სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქციის შექმნა. კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ბელარუსულ კომპანიასთან „მოგილევ ლივფტმაშთან“ ერთად შექმნილ ერთობლივ საწარმოზე, რომელიც ლიფტებს უკვე რამდენიმე თვეში გამოუშვებს.
კომისიის სხდომაზე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა საქართველოში ბელარუსული პროდუქციის მაღაზიების გახსნის ფაქტს. ამჯერად, მიმდინარეობს მუშაობა ქართული მაღაზიის გახსნისა ბელარუსში. ამ საკითხზე ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ მიხაილ რუსიმ განაცხადა, რომ ბელარუსელ ხალხს არჩევანის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, შეიძინოს მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია.

განხილულ საკითხებს შორის იყო საკითხი ბელარუსში ქართული ღვინის მოცულობის გაზრდის შესახებ. აღინიშნა, რომ ეს საკითხი მალე გადაწყდება ბელარუსული კანონების თავისებურების გათვალისწინებით.

კომისიაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ბელარუსელი ტურისტების ზრდას ხელი შეუწყო პირდაპირი ავიარეისების არსებობამ. ამ ეტაპზე, ბელარუსული ავიაგადამზიდავი „ბელავია“ რეგულარულ ფრენებს ასრულებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით. კომისიაზე მოხდა შეთანხმება, რომ ქვეყნებს შორის გაგრძელდება თანამშრომლობა დამატებითი ავიამიმართულებების დანიშვნის შესახებ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობა გაღრმავდება სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებითაც. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია განვითარდეს ყველა არსებული სატრანსპორტო მიმართულება, მათ შორის, საქართველოს საზღვაო პორტების გამოყენებით.

განხილულ საკითხებს შორის ასევე იყო თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსა და ბელარუსის ფარმაცევტულ კომპანიების შორის.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ პროდუქციაზე, რომელთა იმპორტსაც ბელარუსი ახორციელებს და ამავე დროს, საქართველო არის მათი მწარმოებელი. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებობს დიდი პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა. ასეთ პროდუქციას წარმოადგენენ: ფეროშენადნობები, სპირტიანი სასმელები, განსაკუთრებით ბრენდი, თხილი და სხვ.

კომისიაზე ასევე მოეწერა ხელი საქართველო-ბელარუსის სავაჭრო-ეკონომიკური განვითარების სამუშაო ჯგუფის მესამე სხდომის ოქმს, რომლის ძირითადი მიმართულებებიც უკვე მთავრობათაშორისი კომისიის საბოლოო ოქმში აისახა. საქართველოს მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

კომისიაზე ასევე გაფორმდა შეთახმება საქართველოს კახეთის მხარეს და მინსკის ოლქს შორის, რომლის დროსაც მხარეები შეთანხმდნენ 2018 – 19 წლებში ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ჩატარებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა