logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
10:29 01.02.2018
ბელარუსში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ანდრეი კობიაკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის კეთილმეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე, რომლებიც ყოველწლიურად ვითარდება.

პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გაწეული დახმარებისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი შეფასება მისცა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას დღეს არსებული მთავრობათაშორის ეკონომიკური კომისიის და სავაჭრო-ეკონომიკური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფორმატებში, რომლის დროსაც მიღებული გადაწყეტილებები ხელს უწყობენ ქვეყნებს შორის დაახლოებას. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბოლო პერიოდში იზრდება ორმხრივი ვაჭრობა საქართველოსა და ბელარუსს შორის. მაგალითად, 2017 წელს ტვირთბრუნვა ქვეყნებს შორის 24 პროცენტით გაიზარდა, ასევე მოიმატა ექსპორტის მაჩვენებელმაც - ზრდამ 50 პროცენტი შეადგინა წინა წელთან შედარებით. ამავე დროს, შეხვედრაზე ცალსახად დაფიქსირდა, რომ პოტენციალი ქვეყნებს შორის დიდია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საკითხები თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისეთ მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ინოვაციები, სოფლის მეურნეობა, ერთობლივი სამრეწველო-საამწყობო საწარმოების განვითარება საქართველოში და სხვა. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ურთიერთობაზე ტურიზმის სფეროში, რომლის ზრდასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პირდაპირი ავიარეისების რაოდენობის გაზრდამ. 2017 წელს საქართველოში 28 პროცენტით მეტი ბელარუსელი მოგზაური ჩამოვიდა წინა წელთან შედარებით.

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს ბელარუსის პრეზიდენტი ეწვევა. შეხვედრაზე აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობა დადებითად შეფასდა და აღინიშნა, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის დაახლოებას და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებას.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, რესპუბლიკის სამეცნიერო-სამრეწველო, სოფლის მეურნეობის, აგროტურისტული საწარმოებისა და ჩინურ-ბელარუსულ ინდუსტრიული პარკის საქმიანობას გაეცნობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა