logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: მზარდი ეკონომიკა, რომელიც გვაქვს, ჩვენც მოქალაქეებს ეკონომიკური ყოფის გაუმჯობესებისა და ამ სასტუმროში დასვენების შესაძლებლობას მისცემს
პრემიერი: მზარდი ეკონომიკა, რომელიც გვაქვს, ჩვენც მოქალაქეებს ეკონომიკური ყოფის გაუმჯობესებისა და ამ სასტუმროში დასვენების შესაძლებლობას მისცემს
15:41 31.01.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს, მთავრობის მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ხელი მოაწერა მემორანდუმს და საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
პრემიერმა შეკრებილებს სასტუმროს მშენებლობის დაწყება მიულოცა.
„გილოცავთ ამ, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვან დღეს. დიდი პაუზის შემდეგ გამოიძებნა ინვესტორი, რომელიც სრულიად ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ამ ულამაზეს ისტორიულ შენობას“ - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ტურიზმის სფეროში არსებულ მზარდ დინამიკას და აღნიშნა, რომ ახალი სასტუმრო არა მხოლოდ დედაქალაქის ვიზიტორებს უმასპინძლებს, არამედ ის იქნება სარგებლის მომტანი მთლიანად ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისათვის.
„პირველ რიგში, მე მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ მზარდი ეკონომიკა, ის დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მისცემს მათ საშუალებას, რომ გაიუმჯობესონ ეკონომიკური ყოფა და მათაც შეძლონ ამ სასტუმროში დასვენება. გვერდითი ეფექტები კი იქნება ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი, მათ შორის - ამ სასტუმროში ჩამოსული ათასობით ტურისტი, რაც თავისთავად გააჩენს მოთხოვნას, მაგალითად სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და შესაბამისად, სოფელში დასაქმდებიან ადამიანები. ასევე, გაიზრდება მოთხოვნა ტრანსპორტზე და ტრანსპორტის სფეროში დასაქმდებიან ახალი ადამიანები, აგრეთვე, იქნება სამომხმარებლო საქონელზე მოთხოვნა სავაჭრო სფეროში და რა თქმა უნდა, ეს იქნება უამრავ პატარა მაღაზიასა თუ სავაჭრო მოლში გაყიდული ახალი პროდუქცია და ახალი შემოსულობა ქვეყანაში, რაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს. რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება მშენებლობაზე და შემდეგ უკვე მუდმივად სასტუმროში. ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სასტუმროს მშენებლობა, ამ სასტუმროს მშენებლობას უამრავი სარგებელი მოაქვს,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ,გრანატ-ინვესტმენტს“ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„მინდა, ,,გრანატ-ინვესტმენტს“ დიდი მადლობა გადავუხადო ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის. დიმიტრი აბდუშელიშვილს, მერაბ ჩიხრაძეს და თქვენს გუნდს. ასევე, თქვენს კონტრაქტორ კომპანიებს. მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები საქართველოს სხვა რეგიონებშიც ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს, ეს არის ბაკურიანში სასტუმროების მშენებლობა, ასევე, ერთ-ერთი პირველი იყო დიმიტრი, რომელიც ხანძრის შემდეგ გამოგვეხმაურა და გამოთქვა მზაობა ტყის აღდგენაში მონაწილეობის მიღებისა. ანაკლიის პორტში, აგრეთვე, მისი მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი. სწორედ, ასეთ ადამიანებზე, ასეთ ინვესტორებზე დგას ეკონომიკა. მსგავსი ტიპის სასტუმროები კი სარგებლის მომტანია, არა მხოლოდ იმ კონკრეტულ მომენტში იქ მცხოვრები ტურისტებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვისა და ჩვენი მოსახლეობისთვის. ამიტომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე და რა თქმა უნდა, თბილისის გალამაზება ყველას გვახარებს. დიდი მადლობა, გილოცავთ და ძალიან მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, გამოჩნდა ინვესტორი, რომელიც ასეთ ლამაზ ობიექტს შემატებს ჩვენს დედაქალაქს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობის ადგილას. ორ წელიწადში, როგორც შეგვპირდნენ, მშენებლობა დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლისთვის სასტუმრო ექსპლუატაციაში შევა და შეემატება თბილისს. გმადლობთ,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
თბილისში, კოსტავას ქუჩის N 41-ში, ახალი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დასრულდება და ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა. საინვესტიციო კომპანია ,,გრანატ-ინვესტმენტი“ პროექტში 45 მლნ-მდე ევროს ინვესტიციას განახორციელებს. „ჰილტონ თბილისის“ მთავარი კონტრაქტორი დეველოპერი კომპანია იქნება BBC, სამშენებლო პროცესს კი, მენეჯმენტს ბრიტანული კომპანია BHP გაუწევს, რაც მთავრობის მეთაურის თქმით, უმაღლესი სტანდარტების დაცვის გარანტი იქნება.
ამ ეტაპზე, პროექტის თანახმად, 150 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი, საერთო ჯამში კი, 500-მდე ადამიანი დასაქმდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა