logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებთან სექტორული შეხვედრა გაიმართა
სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებთან სექტორული შეხვედრა გაიმართა
12:53 31.01.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებთან პირველი სექტორული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში,“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სივრცითი მოწყობის და დაგეგმარების დეპარტამენტის, ასევე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთვრობო ორგანიზაციისა (CENN) და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი სფეროში არსებული გამოწვევებისა და კერძო სექტორის საჭიროებების იდენტიფიცირება იყო. შეხვედრაზე კერძო სექტორთან ერთად განიხილეს ის ინიციატივები, რასაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ისახავს რეგიონებში სასტუმრო ინდუსტრიის შემდგომი განვითარების კუთხით. როგორც აღინიშნა, სააგენტოს მიზანია საქართველოს რეგიონებში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირება, რეგიონული ბიზნესის დივერსიფიკაცია და რეგიონებში არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისება.
ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ანთიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის მექანიზმები, რითაც სახელმწიფო ეხმარება კერძო სექტორის წარმომადგენლებს და ისაუბრა პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. „სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას. დღევანდელი ღონისძიება უშუალოდ ორიენტირებულია სასტუმრო ინდუსტრიაში მოღვაწე მეწარმეებზე და მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებზე, რომლებიც დარგის ექსპერტების მხრიდან მიიღებენ ინფორმაციას ამ მიმართულებით არსებული თანამედროვე ტენდენციების შესახებ. ჩვენ ასევე გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას იმისთვის, რომ დარგში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მივიღოთ კერძო სექტორის მხრიდან, რასაც შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებთ იმ მხარდაჭერის მექანიზმებში, რომლებიც დღეის მდგომარეობით გაგვაჩნია“ - განაცხადა ოთარ ანთიამ.
შეხვედრაზე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მოწვეულმა ექსპერტმა, მაია წერეთელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია სასტუმროს მართვასთან დაკავშირებით არსებული თანამედროვე ტენდენციების თაობაზე. ღონისძიების ფარგლებში, ბიზნესის წარმომადგენლები აგრეთვე გაეცნენ უსაფრთხოების, ნარჩენების მართვისა და ტურიზმის სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციების საკითხებს.

„საქართველოში ტურისტების რეკორდულ ზრდასთან ერთად კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა ენიჭება სასტუმროების განვითარებასა და მათ გაფართოებას, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „აწარმოე საქართველოში“ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ მომავალშიც ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება“ - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვრის მონაცემებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში მხარდაჭერილია 38 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 113 მლნ. ლარზე მეტს. აღნიშნული სასტუმროები შექმნიან დამატებით 1174 ოთახს და 1200-ზე მეტ სამუშაო ადგილს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა