logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმის საკონსულტაციო საბჭოსთან შეხვედრების მთავარი ამოცანა კერძო სექტორის ჩართულობა და ბიუჯეტის გახსნილობაა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმის საკონსულტაციო საბჭოსთან შეხვედრების მთავარი ამოცანა კერძო სექტორის ჩართულობა და ბიუჯეტის გახსნილობაა
16:20 29.01.2018
„კერძო სექტორის ჩართულობა, ბიუჯეტის გახსნილობა არის ძირითადი ამოცანა იმ შეხვედრებისა, რომელთაც ჩვენ ვატარებთ ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ინვესტორთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ ტურიზმის საკონსულტაციო საბჭოსთან,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის საკონსულტაციო საბჭოს შეკრების დასრულების შემდეგ, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისის ოფისში გაიმართა.

პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი პირველი მაღალი რანგის თანამდებობის პირი იყო, რომელმაც ტურიზმის საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღო. პირველი შეხვედრის მთავარი თემა იყო ტურიზმის ბიუჯეტი 2018 წლისათვის და მარკეტინგული კამპანიები, რომელთა განხორციელებასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია მიმდინარე წელს გეგმავს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, მეტი ეფექტურობით დავხარჯოთ ის თანხა, რაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აქვს ბიუჯეტით გამოყოფილი. შედეგად, უნდა შემოვიყვანეთ მეტი ტურისტი ქვეყანაში, რომლებიც მეტ ფულს დახარჯავენ საქართველოს ეკონომიკაში და ჩვენს ქვეყანაში მეტი დროით გაჩერდებიან“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ტურიზმის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი მარიამ მეღვინეთუხუცესი, აგრეთვე პროფილური ბიზნესის წარმომადგენლები.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული საკონსულტაციო ორგანო ინვესტორთა საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, შეიქმნა და მასში ინვესტორთა საბჭოში შემავალი ტურიზმის ინდუსტრიის დარგობრივი ბიზნეს ასოციაციები გაერთიანდნენ. ტურიზმის საკონსულტაციო საბჭოს ამოცანაა, მიაწოდოს რეკომენდაციები მთავრობას ტურიზმის განვითარებისა და აღნიშნულ სექტორში დაგეგმილი სამთავრობო მარკეტინგული კამპანიების შესახებ. სამომავლოდ, საბჭო რეგულარულად შეიკრიბება და დარგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა