„სილქნეტის“ მიერ კომპანია „ჯეოსელის“ შესყიდვასთან დაკავშირებით რედისონში
პრესკონფერენცია დღეს გაიმართება.
ღონისძიებას გაუძღვებიან „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი და „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლექსო თოფურია, ასევე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე და
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების დაფინანსება “თიბისი ბანკისა” და ადგილობრივ და რეგიონალურ ბანკებთან ერთად მობილიზებული სინდიცირებული თანხითა და „სილქნეტის“ კაპიტალით მოხდა.
პრესკონფერენცია 13:00 საათზე დაიწყება.

















