logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: საბაჟო ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია
მამუკა ბახტაძე: საბაჟო ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია
21:31 26.01.2018
„საბაჟო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 26 იანვარს, საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

როგორც მან აღნიშნა, უწყება ასევე, უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მობილიზებას. მისი თქმით, გასულ წელს, დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობების თითქმის 70%-ის მობილიზება სწორედ საბაჟო ორგანოების მიერ მოხდა.

„მსურს, მებაჟე ოფიცრებს, კიდევ ერთხელ მივულოცო პროფესიული დღესასწაული და მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს დაგეგმილი საბაჟოს მიმართულებით. მთავარი რეფორმა გახლავთ ციფრული საბაჟოს იდეა, ჩვენ ამის შესახებ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა საზოგადოებასთან. საბაჟოს გამართულ და ეფექტურ მუშაობაზეა დამოკიდებული ქვეყნის წარმატება საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით. ჩვენ ამ კუთხით გვაქვს ძალიან ხელშესახები პროგრესი და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გაგრძელდება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა, რომელმაც მებაჟე ოფიცრებს მიულოცა პროფესიული დღესასწაული და სამსახურეობრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მაღალი პროფესიონალიზმის, გაწეული შრომისა და თავდადებისათვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების მოწმობები გადაეცათ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 17 თანამშრომელს, მათ შორის, 2017 წლის 22 დეკემბერს ტრაგიკულად დაღუპულ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, ასევე, ორ სახელმწიფო უწყებას: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.
ღირსების სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC) და კომპანიები ,,აი დი ეს ბორჯომი“ და ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრნენ სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრები, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის (WCO) წევრ 180 საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყოველ წელს აღნიშნავს. 2018 წელს, საბაჟოს საერთაშორისო დღის საერთო სლოგანია - „უსაფრთხო ბიზნესგარემო ეკონომიკური განვითარებისთვის.“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა